ტანაკანი – TANAKAN – ТАНАКАН

საერთაშორისო დასახელება:

GINKCO BILOBA

მწარმოებელი: BEAUFOUR  IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც

1 ტაბ.

გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb  761) ……  40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა …………………………………………82 მგ
მონოკრისტალური ცელულოზა …………………50 მგ
სიმინდის სახამებელი ……………………………37 მგ
სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი …………28 მგ
მაგნიუმის სტეარატი ……………………………..1.25 მგ
პოლიეთილენგლიკოლი …………………………400-1.500 მგ
მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა ………….6 მგ
ტიტანის დიოქსიდი ……………………………..1.025 მგ
რკინის წითელი ოქსიდი ………………………..0.65 მგ

ხსნარი პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb  761)…… 40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის საქარინი ………………..0.5 მლ
ფორთოხლის ხსნადი ესენცია ………0.75 მლ
ლიმონის ხსნადი ესენცია …………..0.75 მლ
ეთილის სპირტი (95%) ……………59 მლ
გამოხდილი წყალი…………………..100 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტანაკანი წარმოადგენს სტანდარტიზირებულ და გატიტრულ მცენარაული წარმოშობის პრეპარატს, რომელსაც გააჩნია დადებითი ზემოქმედება უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებეთა ცვლის პროცესებზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, მიკროცირკულაციაზე და ვაზომოტორულ რეაქციებზე. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას და ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. იგი აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და უჯრედული მემბრანების არსებული ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვას. ტანაკანს ახასიათებს კარგად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე. იგი მონაწილეობს ნეირომედიატორების (ნორადრენალინი, დოპამინი, აცეტილქინოლინი) გამონთავისუფლების, უკუმიტაცების, კატაბოლიზმის და მემბრანულ რეცეპტორებთან მათი შეკავშირების პროცესებში.

ახასიათებს არტერიებზე, ვენებზე, კაპილარებზე ვაზომარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის დისცირკულატორული ენცეფალოპაცია (ხანდაზმულ ასაკში, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ. შემდგომში მეხსიერებისა და/ან ინტელექტუალური შესაძლებლობის დაქვეითებით, ქალა-ტვინის ტრავმები, ძილის დარღვევა;
  • პერიფერიული სისხლმიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი;
  • ნეიროსენსორული დარღევევები (თავბრუსახვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია, ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ლაქას დეგენერაცია, დიაბეტური პოლინეიროპათია);
  • ასთენიური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ნევროზით გამოწვეული დეპრესია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ან 1 მლ ხსნარი პერორარულად მისაღებად 3-ჯერ დღეში ჭამის დროს (120 მგ/ დღეში).

ასთენიური დარღვევების მკურნალობის დროს პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ – 2 ტაბლეტი, ან 2 მლ პერორალური ხსნარი 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება საჭმლის მონელების დარღვევა, კანის ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

არ ინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 4 წელი;

ხსნარი – 3 წელი.

Facebook კომენტარები