ტაქოკომბი – TACHOCOMB – ТАХОКОМБ

მწარმოებელი: NYCOMED AUSTRIA GmbH, ავსტრია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ფირფიტები ზომებით 25X3X0.5 სთ და 9.5X4.8X0.5 სმ: შეფუთვაში 1 ც.

1 კვ.სმ.

კოლაგენი (ცხენის მყესებისაგან) ………………………   1.3-2.0 მგ

დაფარული:

ადამიანის ლიოფილიზებული ფიბრინოგენით …….   4.3-6.7 მგ

თრომბინით (ხარის სისხლისგან) ……………………     1.5-2.5 სე

აპროტინინით

(ხარის ფილტვებისგან)   0.055-0.87Ph. Eur.U.

რიბოფლავინით (დასაფარებელი ზედაპირის მარკირებისთვის)  ……. 7-26 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტაქოკომბი წარმოადგენს აბსორბციის უნარის მქონე ჰემოსტატურ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისთვის. იგი შედგება კოლაგენური ფირფიტისგან, რომელიც ერთი მხრიდან დაფარული ფიბრინის წებოს კომპონენტებით (მაღალი კონცენტრაციის მქონე ფიბრინოგენი და თრომბინი), რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, სისხლმდენ ჭრილობასთან ან ორგანიზმის სხვა სითხეებთან კონტაქტის დროს ხდება ფირფიტის მფარავ ფენაში არსებული შედეგების ფაქტორების გამოთავისუფლება და თრომბინი ფიბრინოგენს ფიბრინად გარდაქმნის. აპროტინინი ხელს უშლის ნაადრევ აფიბრინოლიზს პლაზმინით.

ტაქოკომბის ფირფიტა “შეეწებება” ჭრილობის ზედაპირს პოლიმერიზაციის ხარჯზე; ამ პროცესის დროს (დაახლოებით 3-5 წუთი) ფირფიტა უნდა მიეჭიროს ჭრილობის ზედაპირს.

ფარმაკოკინეტიკა:

ორგანიზმში ტაქოკომბის ფირფიტის კომპონენტები 3-6 კვირის განმავლობაში ფერმენტულ დაშლას განიცდის.

წარმოებისა და სტერილიზაციის სპეციალური პროცესი ფირფიტის შემადგენელობაში ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრის მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

ჩვენებები:

  • ტაქოკომბი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა სისხლდენებია, აგრეთვე ნაღვლის ლიმფის, სითხის და ჰაერის ფისტულები ვერ კონტროლდება ტრადიციული მეთოდებით, როცა ამ მეთოდების მოსალოდნელი შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის.
  • ტაქოკომბი გამოიყენება ჰემოსტაზის მისაღწევად და ქსოვილების `შესაწებებლად~, განსაკუთრებით პარენქიმულ ორგანოებზე (მაგალითად, ღვიძლზე, ელენთაზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, თირკმელებზე, ფილტვებზე, თირკმელზედა ჯირკვლებსა და ფარისებრ ჯირკვალზე, ლიმფურ კვანძებზე) ქირურგიული ჩარევის დროს.
  • პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლდენების შესაჩერებლად ლორ-ორგანოების უბანში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში და სხვა.
  • ტაქოკომბის გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკური მიზნით ლიმფური, ნაღვლის და სითხის ფისტულების შემთხვევაში.
  • ტაქოკომბის  გამოყენება შეიძლება ჰერმეტულობის შესაქმნელად ფილტვებზე ქირურგიული ჩარევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

– ტაქოკომბი უნდა მოთავსდეს ქირურგიული ჭრილობის ზედაპირზე სტერილურ პირობებში.

– ტაქოკომბის ფირფიტის დადების წინ ჭრილობის ზედაპირი მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს (მაგალითად, სისხლისგან, მადეზინციფირებელი და სხვა სითხეებისგან). გარდა ამისა, რეკომენდებულია ქირურგიული ხელთათმანების და ინსტრუმენტების გაწმენდა სისხლისა და სხვა სითხეებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი შეწებება ტაქოკომბის ფირფიტებთან.

– სისხლის შედედების ფაქტორებით დაფარული და ყვითელი ფერით აღნიშნული მხარე უნდა დაიდოს ჭრილობის ზედაპირზე და მიეჭიროს მას 3-5 წუთის განმავლობაში.

– ტაქოკომბის ფირფიტის ჭრილობის საკმაოდ სველ ზედაპირზე მოთავსებისას ფირფიტის დამატებით დასველება საჭირო აღარ არის.

– ჭრილობის მშრალ ზედაპირზე ტაქოკომბის გამოყენებისას ფირფიტა უნდა დასველდეს ფიზიოლოგიური ხსნარით ჭრილობის ზედაპირის მშრალ უბნებთან სრული შეერთების მისაღწევად.

– ტაქოკომბის დასველებული ფირფიტა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული!

– ტაქოკომბის ფირფიტების ზომა და რაოდენობა ჭრილობის ზედაპირის სიდიდეზეა დამოკიდებული. ჭრილობის ნაპირები ფირფიტით 1-2 სთ-ზე უნდა გადაიფაროს, თუ ჭრილობის ზედაპირის დასაფარად ერთზე მეტი ფირფიტაა საჭირო, ჭრილობაზე მოთავსებისას ფირფიტების კიდეებმა ერთმანეთი უნდა გადაფაროს. სტერილური მაკრატლით შეიძლება ამოიჭრას საჭირო ზომების ფირფიტები ჭრილობის ზედაპირზე დადებამდეც და დადების შემდეგაც.

ფირფიტის გამოუყენებელი ფრაგმენტები უნდა განადგურდეს.

გვერდითი მოვლენები:

ტაქოკომბის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები აღნიშნული არ არის.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ტაქოკომბის ფირფიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ხარის თრომბინის სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებისას შეინიშნება ანტისხეულების წარმოქმნა ხარის თრომბინის მიმართ. განსაკუთრებით განმეორებით ან დიდი დოზებით გამოყენების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში არსებული ქიმიური ლაბორატორიული ტესტები, რომლებშიც ხდება ხარის თრომბინის გამოყენება თრომბული დროის შესაფასებლად, თრომბული დროის გარკვეულ გაზრდას უჩვენებს. როდესაც ამ ტესტს იმეორებენ რეაგენტის სახით ადამიანის თრომბინის გამოყენებით თრომბული დრო, ჩვეულებრივ ნორმაშია.

♦ ტაქოკომბი გამოდის სტერილური შეფუთვით და ამიტომაც საგანგებო მოპყრობაა საჭირო. გამოიყენეთ მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვები. განმეორებითი სტერილიზაცია შეუძლებელია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არსებობს. რადგანაც აქტიური კომპონენტების შემცველობა ძალიან მცირეა, დოზის გადაჭარბების შემთხვევები ტაქოკომბის გამოყენებისას პრაქტიკულად შეუძლებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

აუცილებელია მაცივარში შენახვა 2-80C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები