ტეგრეტოლი® – TEGRETOL® – ТЕГРЕТОЛ®

საერთაშორისო დასახელება:

KARBAMAZEPINE

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA S.p.A., იტალია

NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარიისათვის

მოქმედი ნივთიერება: კარბამაზეპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალება. კარბოქსამიდის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც

1 ტაბ.

კარბამაზეპინი  …………  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალაური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება. ტეგრეტოლი ეფექტურია ფოკალური (პარციალური) კრუნჩხვითი შეტევების (მარტივი და კომპლექსური) დროს, რომელსაც თან ერთვის ან არ ერთვის მეორადი გენერალიზაცია. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვითი შეტევის დროს, და ასევე მითითებული ტიპის შეტევების კომბინაციის დროს.

კლინიკურ კვლევებში ტეგრეტოლის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (განსაკუთრბით ბავშვებში და მოზარდებში) აღინიშნა პრეპარატის ფსიქოტროპული მოქმედება, რომელიც კერძოდ, გამოიხატებოდა დადებით ზეგავლენაში დეპრესიის და შფოთიანობის სიმპტომებზე და ასევე აგრესიის და გაღიზიანების დაქვეითებაზე.

რიგი კვლევების მიხედვით ტეგრეტოლის გავლენა კოგნიტურ ფუნქციაზე და ფსიქომოტორული მაჩვენებლები დამოკიდებული იყო დოზაზე და იყო ან საეჭვო ან უარყოფითი. სხვა კვლევებში აღინიშნებოდა პრეპარატის დადებითი გავლენა მაჩვენებლებზე, რომელიც ახასიათებს ყურადღებას, სწავლისაკენ და დამახსოვრებისაკენ მიდრეკილებას.

როგორც ნეიროტროპული საშუალება, ტეგრეტოლი ეფექტურია რიგი ნევროლოგიური დაავადებების დროს, ასე მაგალითად იგი არიდებს ტკივილის შეტევებს სამწვერა ნერვის მეორადი და იდიოპათური ნევრალგიის დროს. გარდა ამისა, ტეგრეტოლი გამოიყენება ნეიროგენული ტკივილის შესამსუბუქებლად სხვადასხვა მდგომარეობის დროს, მათ შორის ზურგის ტვინის დაავადების, პოსტტრავმატული პარესთეზიების და პოსტჰერპესული ნევრალგიის დროს. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს, ტეგრეტოლი ზრდის კრუნჩხვის მზადყოფნის ზღვარს (რომელიც ამ მდგომარეობის დროს დაქვეითებულია) და ამცირებს სინდრომის კლინიკური გამომჟღავნების გამოხატულებას, ისეთს, როგორიც არის აგზნებადობა, კანკალი, სიარულის დარღვევა.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტიან პაციენტებში ტეგრეტოლი ამცირებს დიურეზს და წყურვილს.

როგორც ფსიქოტროპული საშუალება ტეგრეტოლი ეფექტურია აფექტური დარღვევების დროს, სახელდობრ მწვავე მანიაკალური მდგომარეობის სამკურნალოდ, ბიპოლარული აფექტური (მანიაკალურ-დეპრესიული) აშლილობის მკურნალობის შესანარჩუნებლად (როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან ან ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში), შიზოაფექტური ფსიქოზის, მანიაკალური ფსიქოზის დროს, სადაც იგი გამოიყენება ნეიროლეპტიკებთან კომბინაციაში და ასე მწვავე პოლიმორფული შიზოფრენიისას (rapid cycling episodes) კარბამაზეპინის მოქმედების მექანიზმი – ტეგრეტოლის აქტიური ნივთიერებისა -გარკვეულია მხოლოდ ნაწილობრივ.

კარბამაზეპინი ასტაბილირებს გადაჭარბებულ და აღგზნებული ნერვული ბოჭკოების მემბრანებს, აინჰიბირებს განმეორებითი ნეირონული მუხტის წარმოქმნას და ამცირებს აღგზნებადი იმპულსების სინაფსურ გატარებას.

დადგენილია, რომ ტეგრეტოლის მოქმედების ძირითადი მექანიზმია დეპოლარიზებულ ნეირონებში მოქმედების ნატრიუმ-დამოკიდებული პოტენციალის მეორადი წარმოქმნის არიდება, ნატრიუმის არხების ბლოკადის მეშვეობით. პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება ძირითადად განპირობებულია გლუტანატის გამონთავისუფლების შემცირებით და ნეირონების მემბრანების სტაბილიზაციით, მაშინ როდესაც ანტიმანიაკალური ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს დოპამინის და ნორადრენალინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ორალურად მიღების შემდეგ, კარბამაზეპინი შეიწოვება თითქმის მთლიანად, თუმცა შედარებით ნელა. ჩვეულებრივი ტაბლეტის ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 12 საათის შემდეგ. არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა აქტიური ნივთიერების შეწოვის დონეში პრეპარატის განსხვავებული სამკურნალო ფორმების მიღების შემდეგ ორალური გზით. პრეპარატის აბის, რომელიც შეიცავს 400 მგ კარბამაზეპინს, ერთჯერადი მიღების შემდეგ, უცვლელი აქტიური ნივთიერების (Cmax) საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 4.5 მკგ/მლ.

საჭმლის მიღება არსებითად არ მოქმედებს კარბამაზეპინის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე, იმისდა მიუხედავად ტეგრეტოლის რომელი სამკურნალო ფორმა იყო გამოყენებული. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 კვირის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია მეტაბოლიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე (კარბამაზეპინით ღვიძლის ფერმენტული სისტემების აუტოინდუქცია, ჰეტეროინდუქცია სხვა, ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებებით), და ასევე ავადმყოფის მდგომარეობაზე, პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. შეიმჩნევა არსებითი მნიშვნელობების წონასწორული კონცენტრაციის ინდივიდუალურ-შორისი განსხვავებები. თერაპიულ დიაპაზონში: ავადმყოფთა დიდ რაოდენობაში ეს მნიშვნელობა მერყეობს 4-დან 12 მკგ/მლ (17-50 მკმოლი/ლ)-მდე. კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის) კონცენტრაცია შეადგენს კარბამაზეპინის კონცენტრაციის დაახლოებით 30%.

განაწილება: კარბამაზეპინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 70-80%-ს. შეუცვლელი კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში და ნერწყვში პროპორციულია აქტიური ნივთიერებების ცილებთან დაუკავშირებელი ნაწილისა (20-30%). კარბამაზეპინის კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს.

კარბამაზეპინი შეაღწევს პლაცენტარულ ბარიერში. თუ ჩავთვლით კარბამაზეპინის აბსორბციას სრულიად, განაწილების სავარაუდო მოცულობა შეადგენს 0.8-1.9 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი: კაბრამაზეპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. უპირატესად ეპოქსიდის გზით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მთავარი მეტაბოლიტები – 10,11-ტრანსდიოლური წარმოებული და მისი კონიუგატი გლუკურონის მჟავასთან. ძირითადად იზოფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს კარბამაზეპინის ბიოტრანსფორმაციას კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდში, წარმოადგენს ციტოქრომი P4503A4. ამ მეტაბოლური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი მეტაბოლი 9-ჰიდროქსი-მეთილ-10-კაკბამოილაკრიდანი.

გამოყოფა: პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ შიგნით, შეუცვლელი კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 36 საათს, ხოლო პრეპარატის განმეორებითი მიღების შემდეგ საშუალოდ 16-24 საათს (ღვიძლის მონოოქსიგენაზური სისტემის აუტოინდუქციის შედეგად) მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. პაციენტებისათვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ინდუცირებენ ღვიძლის იმავე ფერმენტულ სისტემას (მაგალითად, ფენიტოინი, ფენობარბიტალი), კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 9-10 საათს. კარბამაზეპინის 400 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ, მიღებული დოზის 72% გამოიყოფა შარდთან და 28% ფეკალურ მასებთან ერთად. მიღებული დოზის დაახლოებით 2% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი კარბამაზეპინის სახით, დაახლოებით 1% – ფარმაკოლოგიურად აქტიური 10,11-ეპოქსიდური მეტაბოლიტის სახით და დაახლოებით 30% – საბოლოო მეტაბოლიტების სახით, რომელიც წარმოიქმნა მეტაბოლიზმის ეპოქსიდური გზის შედეგად.

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი პაციენტების ცალკეულ ჯგუფში:

ბავშვებში, კარბამაზეპინის უფრო სწრაფი ელიმინაციის შედეგად, შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზის გამოყენება გაანგარიშებით სხეულის მასის ერთ კილოგრამზე მოზრდილებთან შედარებათ. არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა, რომ კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკა ეცვლებათ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს (ახალგაზრდა ასაკის ზრდასრულ პირებთან შედარებით).

ჯერჯერობით არ არის მონაცემები კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები:

ეპილეფსია: მარტივი და რთული პარციალური კრუნჩხვითი შეტევები (გრძნობის დაკარგვის ან მის გარეშე) მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვითი შეტევები. კრუნჩხვითი შეტევის შორეული ფორმები (ტეგრეტოლი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მონოთერაპია და ასევე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. ტეგრეტოლი ჩვეულებრივ არაეფექტურია მცირე შეტევების (petit mal,absansi) და მიოკლონური შეტევების დროს);

  • მწვავე მანიაკალური მდგომარეობები და ბიპოლარული აფექტური აშლილობის მხარდამჭერი თერაპია გამწვავების პროფილაქტიკის ან გამწვავების კლინიკური გამომჟღავნების შესუსტების მიზნით;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი;
  • სამწვერა ნერვის იდიოპათიური ნევრალგია და სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს (ტიპური და არატიპიური). ენა-საყლაპავი ნერვის იდიოპატიური ნევრალგია;
  • დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომთან ერთად;
  • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი.
  • პოლიურია და ნეიროჰორმონული ბუნების პოლიდიპსია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამის დროს, ჭამის შემდეგ ან საჭმლის მიღების შუალედებში სითხის მცირე  რაოდენობასთან ერთად.

ეპილეფსია:

იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შესაძლებელია, ტეგრეტოლი უნდა დაინიშნოს მონოთერაპიის სახით.

მკურნალობას იწყებენ მცირე სადღეღამისო დოზის მიღებით, რომელსაც შემდგომში თანდათან ზრდიან ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. პრეპარატის ოპტიმალური დოზის შესარჩევად შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის განსაზღვრა.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტეგრეტოლს ამატებენ უკვე არსებულ ანტიეპილეფსიურ თერაპიას, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით, ამასთან ერთად გამოყენებული პრეპარატების დოზას არ ცვლიან ან აუცილებლობის შემთხვევაში ახდენენ კორეგირებას.

მოზრდილთათვის ტეგრეტოლის საწყისი დოზა შეადგენს 100-200 მგ ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. შემდეგ დოზას ნელ-ნელა ზრდიან ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე; ჩვეულებრივ იგი მიიღწევა 400 მგ დოზის დროს, რომელიც ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. ზოგიერთ ავადმყოფს შეიძლება დაჭირდეს ტეგრეტოლის დოზა, რომელიც შეადგენს 1600 მგ ან 2000 მგ დღე-ღამეში.

4 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 20-60 მგ გამოყენებით დღე-ღამეში და დოზის გაზრდით 20-60 მგ დღე გამოშვებით. 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 100 მგ გამოყენებით დღე-ღამეში; დოზას ზრდიან თანდათანობით – ყოველ კვირას 100 მგ-ით.

შემანარჩუნებელი დოზა  10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში (რამოდენიმე მიღებაზე).

ბავშვის ასაკი სადღეღამისო დოზა
1-5 წელი
6-10 წელი
11-15 წელი
200-400 მგ (1-2 მიღებაზე)
400-600 მგ (2-3 მიღებაზე)
600-1000 მგ (2-3 მიღებაზე)

სამწვერა ნერვის ნევრალგია:

ტეგრეტოლის საწყისი დოზა შეადგენს 200-400 მგ დღეში. მას ნელ-ნელა ზრდიან ტკივილის შეგრძნების გაქრობამდე (ჩვეულებრივ დოზამდე – 200 მგ 3-4-ჯერ დღეში). შემდეგ დოზას თანდათანობით ამცირებენ მინიმალურ შემანარჩუნებლამდე, რეკომენდებული საწყისი დოზა ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს 100 მგ 2-ჯერ დღეში.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი:

საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში დოზამ შეიძლება მოიმატოს (მაგალითად 400 მგ-მდე 3-ჯერ დღეში). ალკოჰოლური აბსტინენციის მძიმე გამომჟღავნების დროს მკურნალობა იწყება ტეგრეტოლის კომბინაციით სედატურ-საძილე პრეპარატებთან (მაგალითად, კლომეთიაზოლით, ქლორდიაზეპოქსიდით). მწვავე ფაზის გადაჭრის შემდეგ ტეგრეტოლით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მონოთერაპიის სახით.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი:

საშუალო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 200 მგ 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ბავშვსი ასაკის და სხეულის მასის შესაბამისად.

დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომით:

ტეგრეტოლის საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 2-4-ჯერ დღეში.

მწვავე მანიაკალური მდგომარეობა და აფექტური (ბიპოლარული) აშლილობების მხარდამჭერი მკურნალობა:

სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-1600 მგ. საშუალო სადღეღამისო დოზა – 400-600 მგ (2-3 მიღებაზე).

მწვავე მანიაკალური მდგომარეობის დროს ტეგრეტოლის დოზა უნდა გაიზარდოს საკმაოდ სწრაფად, ხოლო ბიპოლარული აშლილობის შემანარჩუნებელი დოზით თერაპიის დროს, ოპტიმალური ამტანობის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია დოზის გაზრდა თანდათანობით მცირე ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

განსაზღვრული ტიპის არასასურველი რეაქციები მაგალითად ცნს-ის მხრივ (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატაქსია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, დიპლოპია),

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, პირღებინება), ან კანის საფარის ალერგიული რეაქციები, გვხვდება ასე თუ ისე ხშირად, განსაკუთრებით ტეგრეტოლით მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატის საკმაოდ დიდი საწყისი დოზის გამოყენების დროს ან ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობის დროს.

სხვადასხვა გვერდითი რეაქციის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებული შემდეგი გრადაციები: „ძალიან ხშირად“- ≥10%; „ხშირად“ – ≥ 1%-დან

დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გადის რამოდენიმე დღის განმავლოაში, როგორც სპონტანურად, ასევე პრეპარატის დოზის დროებითი დაკლების შემდეგ. გვერდითი რეაქციების განვითარება ცნს-ის მხრივ შეიძლება იყოს პრეპარატის შედარებითი დოზის გადაჭარბების შედეგი ან სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მერყეობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის კონტროლი.

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე; ხშირად – თავის ტკივილი, დიპლოპია, მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მაგალითად, მხედველობის დაბინდვა); ხანდახან – ანომალური უნებური მოძრაობები (მაგალითად, ტრემორი, „მოფარფატე“ ტრემორი, დისტონია, ტიკები); ნისტაგმი, იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალმამოძრავებელი დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად, დიზართრია ან გაურკვეველი მეტყველება), სორეთატეტოიდური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთოვანი სისუსტე და პარეზის სიმპტომები. კარბამაზეპინის როგორც პრეპარატის როლი, რომელიც იწვევს ან ხელს უწყობს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომის განვითარებას განსაკუთრებით როდესაც იგი ინიშნება ერთდროულად ნეიროლეპტიკებთან, რჩება გაურკვეველი.

ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), დეპრესია, მადის დაკარგვა, აგრესიული ქცევა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია; ძალზე იშვიათად – ფსიქოზის აქტივაცია.

კანის მხრივ: ძალზე ხშირად – კანის ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს გამოხატული; ხანდახან – ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითროდერმია; იშვიათად – მგლურას მსგავსი სინდრომი, ქავილი; ძალზე იშვიათად – სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული და კვანძოვანი ერითემა, კანის პიგმენტაცის დარღვევა, პურპურა, აკნე, ოფლიანობა, თმების გაცვენა. იყო ცნობები ჰირსუტიზმის იშვიათი შემთხვევების შესახებ, მაგრამ ამ გართულების ტეგრეტოლის მიღებასთან მიზეზობრივი ურთიერთკავშირი დარჩა გაურკვეველი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალზე ხშირად – ლეიკოპენია, ხშირად -თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფოადენოპათია, ფოლის მჟავას დეფიციტი; ძალზე იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე შენაცვლებითი პორფირია, რეტიკულოციტოზი და შესაძლოა ჰემოლიზური ანემია.

ღვიძლის მხრივ: ძალზე ხშირად – გამა-გლუტამინტრანსფერაზის დონის მომატება (ღვიძლში ამ ფერმენტის ინდუქციის შედეგად), რასაც ჩვეულებრივ არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა; ხშირად – ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება; ხანდახან – ტრანსამინაზის მომატება, იშვიათად – ქოლესტაზური; პარენქიმატოზური (ჰეპატოცელულარული) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე; ძალზე იშვიათად – გრანულემატოზური ჰეპატიტი.

კნტ-ის მხრივ: ძალზე ხშირად – გულისრევა, პირღებინება; ხშირად – პირის სიმშრალე; ხანდახან დიარეა ან შეკრულობა, ტკივილი მუცელში; ძალზე იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკერატინი.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად – შენელებული ტიპის მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობა ციებით კანის გამონაყარით, ვასკულიტით, ლიმფადენოპათიით. ნიშანთვისებებით, რომელიც ლიმფომის მსგავსია, ართრალგიებით, ლეიკოპენიით, ეოზინოფილიით, ჰეპატო სპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი მაჩვენებლებით (მითითებული გამოხატულებები გვხვდება სხვადასხვა კომბინაციაში). შეიძლება ასევე ჩართული იყოს სხვადასხვა ორგანოები (მაგალითად თირკმელები, ფილტვები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდი, მსხვილი ნაწლავი); ძალზე იშვიათად – ასეპტიკური მენინგიტი, მიოკლონუსით და პერიფერიული ეოზინოფილიით, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება.

ჰიპერმგრძნობელობის ზემოთხსენებული რეაქციების წარმოქმნის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის შიდა გამტარობის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა გულის წასვლით, კოლაფსი, შეგუბებული გულის უკმარისობა, იშემიური დაავადების გამწვავება, თროთმბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი.

ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: ხშირად – შეშუპებები, სითხის შეკავება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია და პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება ეფექტის შედეგად, რომელიც მსგავსია ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედებისა, რასაც იშვიათ შემთხვევაში მიყავს ჰიპონატრიემიამდე, რომელსაც თან ახლავს ლეთარგია, პირღებინება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და ნევროლოგიური დარღვვები; ძალზე იშვიათად – პროლაქტინის დონის მომატება, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს ისეთი გამოხატულებები, როგორიცაა გალაქტორეა, გინეკომასტია; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები – თიროქსინის (FT4, , T4, T3) დონის კლება და თირეომასტიმულირებელი ჰორმონის დონის მომატება, რასაც ჩვეულებრივ თან არ ახლავს კლინიკური გამოხატულება. ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის დარღვევები (კალციუმის დონის და სისხლის პლაზმაში 25-OH – ქოლეკალციფეროლის დაკლება), რაც იწვევს ოსტეომალაციას; ცალკეულ შემთხვევებში – ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ჩათვლით.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, ალბუმინურია ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას (აზოტემია) მომატება, გახშირებული შარდვა, შეკავება, სასქესო ფუნქციის დარღვევები, იმპოტენცია.

გრძნობის ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა, ბროლის დაბინდვა, კონიუნქტივიტი, სმენითი დარღვევები, მათ შორის ხმაური ყურში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის ცვლილებები.

ძვალ-კუნთვოანი სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ართრალგია, კუნთოვანი ტკივილები ან კრუნჩხვები;

სასუნთქი ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – ფილტვის მხრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებსაც ახასიათებთ ციება, ქოშინი, პნევმონიტი ან პნევმონია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა კარბამაზეპინის მიმართ ან ქიმიურად მსგავსი სამკურნალო საშუალებების მიმართ (მაგალითად, ტრიციკლიური ანტიდეპრესანტები) ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* ანამნეზში ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვის ეპიზოდების არსებობა ან მონაცემების მწვავე შენაცვლებითი პორფირიის შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ეპილეფსით დაავადებული ორსული ქალების ტეგრეტოლით მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.

ფერტილური ასაკის ქალებში ტეგრეტოლი შეძლებისამებრ გამოყენებულ უნდა იქნას მონოთერაპიის სახით, რადგანაც თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე ნაყოფში, ვისაც ჩაუტარდა მკურნალობა ანტიეპილეპტიკური საშუალებების კომბინაციით, უფრო მაღალია, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა თითოეულს ამ საშუალებებიდან მონოთერაპიის სახით.

საჭიროა ტეგრეტოლის მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის რეგულარული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ქალს, რომელიც იღებდა ტეგრეტოლს. განუვითარდა ორსულობა. ან თუ საკითხი ტეგრეტოლის დანიშვნის შესახებ დადგა ორსულობის პერიოდში. აუცილებელია თერაპიის მოსალოდნელი უპირატესობის და მისი შესაძლო გართულებების გულდასმით შედარება, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედებისაგან შობილი ბავშვები, სხვებზე უფრო ხშირად მიდრეკილები არიან მუცლად ყოფნის დროს დარღვევებისაკენ, განვითარების ნაკლის ჩათვლით. იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინი, ისევე როგორც სხვა ანტილეფსიური საშუალებები ზრდის ამ დარღვევების წარმოქმნის რისკს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს საბოლოო დადასტურება. თუმცა, არსებობს თითო-ოროლა შეტყობინება თანდაყოლილი დაავადებების და განვითარების ნაკლის შემთხვევების შესახებ, ხერხემლის რკალების შეუხორცებლობის ჩათვლით (spina bifida), და ასევე განვითარების სხვა ანომალიები, როგორიცაა კრანიოფაციალური დეფექტები, კარდიოვასკულური მალფორმაციები, რომელიც აღმოაჩნდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტეგრეტოლს

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განვითარების  ნაკლის რისკის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ და უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაიაროს ანტენატალური დიაგნოსტიკა.

ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვითარდება ფოლის მჟავას დეიფიციტი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ანტიეპილეფსიური საშუალება აძლიერებს ამ დეფიციტსც. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თანდაყოლილი დეფექტის სიხშირის გაზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებას. ამიტომ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ფოლის მჟავას დამატებითი მიღება.

ახალშობილთა შორის მომატებული სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში ქალებისათვის და ასევე ახალშობილებისათვის რეკომენდებულია ვიტამინ K დანიშვნა.

კარბამაზეპინი აღწევს დედის რძეში. მასში კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს. ამიტომ საჭიროა ძუძუთი კვების უპირატესობის და შესაძლო არასასურველი შედეგების შედარება ტეგრეტოლით მკურნალობის პირობებში. დედებს, რომლებიც იღებენ ტეგრეტოლს, შეუძლიათ კვებონ თავისი შვილები ძუძუთი, მაგრამ იმ პირობით, რომ ბავშვზე იქნება დაკვირვება შესაძლო გვერდითი რეაქციების განვითარების მხრივ (მაგალითად გამოხატული ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები).

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტეგრეტოლის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი და აპლასტური ანემია. მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მდგომარეობა წარმოიშვება ძალზე იშვიათად, ძნელია მათი რისკის კონკრეტული მნიშვნელობის გაანგარიშება, ცნობილია, რომ ზოგად პოპულაციაში, რომელიც არ იღებდა მკურნალობას, აგრანულოციტოზის განვითარების ჯამური რისკი შეადგენს 4.7 შემთხვევას მოსახლეობის ერთ მილიონზე წელიწადში, ხოლო აპლასტური ანემიის – 2.0 შემთხვევას მოსახლეობის 1 მილიონზე წელიწადში.

♦ ტეგრეტოლის მიღების დროს სხვადასხვა სიხშირით აღინიშნება თრომბოციტების ან ლეიკოციტების რიცხვის გარდამავალი ან ურყევი შემცირება. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და ჩვეულებრივ არ აუწყებენ, აპლასტური ანემიის ან აგრანულოციტოზის დაწყებას. მითუმეტეს, მკურნალობის დაწყებამდე, და ასევე პერიოდულად მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება, თრომბოციტების რიცხვის დათვლის ჩათვლით და, შესაძლოა რეტიკულოციტების, და ასევე სისხლის შრატში რკინის დონის განსაზღვრა.

♦ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის დროს შეიმჩნევა ლეიკოციტების და თრომბოციტების რიცხვის დაბალი დონე (ან მათი შემცირების ტენდენცია), აუცილებელია დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე და სისხლის კლინიკური ანალიზის მაჩვენებლებზე. თუ გამომჟღავნებულია ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი დათრგუნვის ნიშნები, მაშინ ტეგრეტოლის მიღება უნდა აიკრძალოს.

 

გაგრძელება

Facebook კომენტარები