ტელმისარტანი – TELMISARTAN – ТЕЛМИСАРТАН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ს (ATI) რეცეპტორების ანტაგონისტს. მას გააჩნია მაღალი აფინურობა ამ ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ. ტელმისარტანი სელექტიურად და ხანგრძლივად უკავშირდება რეცეპტორებს და ხასიათდება კონკურენტული ანტაგონიზმით ანგიოტენზინ II-ს ATI რეცეპტორების მიმართ. მას არ ახასიათებს მსგავსება AT რეცეპტორების სხვა სუბპოპულაციასთან. სხვა ქვეტიპის რეცეპტორების ფუნქციური მნიშვნელობა და მათზე ანგიოტენზინ II-ს ზემოქმედება არ არის ბოლომდე დადგენილი. ტელმისარტანი ამცირებს ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. არ იწვევს იონური არხების ბლოკირებას, არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინაზა II), რომელიც ასევე შლის ბრადიკინინს, რის გამოც ბრადიკინინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მისი გამოყენებისას არ აღინიშნება.

ჩვენება

  • არტერიული ჰიპერტონია.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში დღეღამური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს (ერთხელ დღეში). ზოგიერთ პაციენტებში ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პრეპარატის დოზით 20 მგ/დღეში მიღებისას. აუცილებლობისას შესაძლოა დოზის მომატება 80 მგ-მდე/დღეში.

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით და ხანდაზმულ პირებში პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დღეღამური დოზა შეადგენს 40 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა; ხველა, ფარინგიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები; ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში -ანგიონევროზული შეშუპება; წელის ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომი, მიალგია, საშარდე გზების ინფექციები, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლში.

ასევე აღინიშნება: ბრონქიტი, უძილობა, ართრალგია, მოუსვენრობა, დეპრესია, ტაქიკარდია, კრუნჩხვები ქვემო კიდურებში, გამონაყარი, თუმცა უტყუარი კავშირი ტელმისარტანის გამოყენებასა და აღნიშნულ გვერდით მოვლენებს შორის დადგენილი არ არის.

პრეპარატის გამოყენებისას კრეატინინის ან ღვიძლის ფერმენტების მომატება აღინიშნება ისეთივე სიხშირით, როგორც პლაცებოს ფონზე.

უკუჩვენებები

* მომატებელი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* სანაღვლე გზების ობსტრუქცია;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას;

კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს გამწვავების სტადიაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებებისას;

♦  აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზის შემთხვევაში, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის დროს, გულის იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის დროს;

♦  ავადმყოფებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტნოზის დროს პრეპარატის გამოყენება ზრდის მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკს, რის გამოც ტელმისარტანი სიფრთხილით ინიშნება ამ კატეგორიის პაციენტებში.

♦  პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევისას საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

♦  არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში თირკმლის ტრანსპლანტაციით.

♦  პაციენტებში ჰიპოვოლემიით და/ან ჰიპონატრიემიით შესაძლოა განვითარდეს სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ. ამიტომ ტელმისარტანის დანიშვნის წინ საჭიროა ამგვარი მდგომარეობის კორექცია.

♦  არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში პირველადი ალდოსტერონიზმით, ვინაიდან ასეთ პაციენტებს არ ახასიათებს მგრძნობელობა პრეპარატებთან, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. შესაძლოა ტელმისარტანის კომბინაცია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას.

♦  ტელმისარტანის დოზის შესაძლო გაზრდის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რიმ მისი მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ.

♦  ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

♦  პრეპარატის შემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე დგინდება მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტელმისარტანის ერთდროული გამოყენებისას კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, ჰეპარინთან, ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატებთან და მარილის შემცვლელებთან, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, შესაძლოა ჰიპერკალიემიის განვითარება.

– შესაძლებელია ტელმისარტანმა გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება მათი ერთდროული გამოყენებისას.

– ტელმისარტანის კომბინირება ლითიუმის პრეპარატებთან იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში. პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინთან აღინიშნება დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

Facebook კომენტარები