Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ტელფასტი – TELFAST – ТЕЛФАСТ

ტელფასტი – TELFAST – ТЕЛФАСТ

საერთაშორისო დასახელება:

FEXOFENADINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ფექსოფენადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ……….      120 მგ

1 ტაბ.

ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ………..     180 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიტი, მაკროგოლ 400, რკინის ჟანგი.

ჩვენებები:

  • სეზონური ალერგიული რინიტი;
  • გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:

სეზონური ალერგიული რინიტი:

6-11 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დოზით 30 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში.

30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: ტელფასტი 120 მგ 24 საათში ერთხელ.

გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია:

6-11 წლის ასაკის ბავშვებში: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში პერორალურად.

30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: ტელფასტი 180 მგ 24 საათში ერთხელ.

ტელფასტი არ მოქმედებს ცნს-ის ფუნქციაზე, მიუხედავად ამისა აუცილებელია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა და მათზე დაკვირვება.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური გამოცდების ჩატარების დროს უმეტესად აღინიშნებოდა:

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი (7.3%), ძილიანობა (2,3%), თავბრუსხვევა (1.5%), დაღლილობა (0.9%).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (1.5%).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება.

პრეპარატი მიიღება ნახევარ ჩაის ჭიქა წყალთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებში აღინიშნებოდა თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტელფასტის ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს 2 საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები