Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ტენოქსი® – TENOX® – ТЕНОКС®

ტენოქსი® – TENOX® – ТЕНОКС®

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის არხების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 და 90 ც.

1 ტაბ.

ამლოდიპინი ………….          5 მგ

(ამლოდიპინის მალეატის სახით)

1 ტაბ.

ამლოდიპინი …………..   10 მგ

(ამლოდიპინის მალეატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური ორჟანგი და მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი თრგუნავს კალციუმის იონების მიდინებას უპირატესად გლუვკუნთოვან უჯრედებში და ახდენს მათ მოდუნებას. ეს იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს არტერიული წნევის დაწევას. კორონარული სისხლის მიმოქცევა და გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგება უმჯობესდება, ეს კი აუცილებელია სტენოკარდიის შეტევების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენებები:

ტენოქსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • მომატებული არტერიული წნევა (ხელმეორე გაზომვისას);
  • ტკივილები გულმკერდის არეში (სტენოკარდია).

მიღების წესი და დოზირება:

საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა. დაუშვებელია დოზის თვითნებური შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა.

არტერიული ჰიპერტონიისას და სტენოკარდიისას საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი 5 მგ. ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.

პრეპარატი მიიღება დღის ერთი და იგივე დროს, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით. პრეპარატის რეგულარული მიღება ეხმარება პაციენტს, რომ თავი კარგად იგრძნოს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თვლის, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან არასაკმარისი მან უნდა მიმართოს ექიმს.

ტენოქსის დოზის მიღების გამორჩენის შემთხვევაში დოზის გაორმაგება არ შეიძლება. საჭიროა მისი მიღების გაგრძელება არსებული სქემის მიხედვით.

ტენოქსის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკი: ტენოქსის მიღებაში ხანმოკლე შესვენება არ წარმოაგდენს პირდაპირ რისკს, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებები და რეციდივები.

გვერდითი მოვლენები:

♦ ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატი ტენოქსიც იწვევს გვერდით ეფექტებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს ხორხის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით, სახის ზოგიერთი ნაწილის შეშუპებით გამონაყარით, ქავილით ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით – თანმხლები გულის წასვლით. თუ ადგილი აქვს რომელიმე ამ სიმპტომს საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

♦ ტენოქსის გვერდითი ეფექტები ძირითადად სუსტია და გააჩნია წარმავალი ხასიათი. ტენოქსის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილი, სახის გაწითლება, წვივების შეშუპება, გულისცემის შეგრძნება, გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, ძილიანობა, თავბრუსხვევა.

♦ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს შეიმჩნევა სხვა გვერდითი ეფექტები, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში პრეპარატის მიღებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არასარწმუნოა. მათ მიეკუთვნება შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე, საჭმლის მონელების და კუჭის მოქმედების დარღვევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღრძილების შესიება, პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ალოპეცია, სუნთქვის გაძნელება, კუნთების კრუნჩხვები, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, სექსუალური ლტოლვის შემცირება, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა.

♦ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს, ძალიან იშვიათად შეიმჩნევა ღვიძლის ანთება და სიყვითლე; მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არასარწმუნოა.

♦ პაციენტებში რომლებიც ღებოლობენ ამლოდიპინს ასევე ძალიან იშვიათად შეიმჩნევა მდგომარეობები, რომლებიც უფრო მეტად არის თანმხლები ან ძირითადი დაავადების სიმპტომები. მათ მიეკუთვნება: მიოკარდის ინფარქტი, გულისცემის რითმის დარღვევა (არითმია), ტკივილი გულმკერდის არეში.

♦ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემჩნევისას, იმ შემთხვევაშიც თუ იგი არ არის ზემოთ ნახსენები აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.

უკუჩვენებები:

საჭიროა ექიმის ინფორმირება შემდეგ შემთხვევებში:

* ნებისმიერი ქრონიკული დაავადებები;

* მეტაბოლური დარღვევები;

* ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

*სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება.

ტენოქსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

* წარსულში, ამლოდიპინზე ან ტენოქსის ნებისმიერ კომპონენტზე ჰიპემგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, არტერიულ წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება);

* გულის დაავადებით განპირობებული არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგების დარღვევა (კარდიოგენული შოკი);

* აორტის შესართავის შევიწროვება (აორტის სტენოზი);

* თუ შეიმჩნევა გულმკერდის არეში ტკივილის გაძლიერება (არასტაბილური სტენოკარდია);

* ორსულობა ან ორსულობის დაგეგმვა;

* ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის კონსულტაცია. ორსულობისას ტენოქსის მიღება უკუნაჩვენებია.

ორსულობის დაგეგმვისას საჭიროა ტენოქსის მიღების შეწყვეტა მინიმუმ ერთი თვით ადრე.

! ლაქტაციისას ტენოქსის მიღება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალი ექიმი წყვეტს შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება კონკრეტული ავადმყოფისათვის.

◄ ტენოქსის მიღებამდე პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს იმის შესახებ, თუ მას აქვს ღვიძლის დაავადებები; ახლად გადატანილი მიოკარდის ინფარქტი, ასევე თუ ჰქონდა ძალიან მაღალი არტერიული წნევის ეპიზოდები (ჰიპერტონული კრიზი).

◄ ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის 18 წელზე უმცროსი ასაკი;

◄ მკურნალობის დროს აუცილებელია არტერიული წნევის და პულსის რეგულარული გაზომვა. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია არტერიული წნევის შესაბამის დონეზე, პულსის სიხშირეზე და სამედიცინო შემოწმების შემდეგ თარიღზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან სამუშაოებზე:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის კონსულტაცია.

ცნობები ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე ტენოქსის გავლენის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, და თავბრუსხვევას. მათი გაჩენისას პაციენტმა ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას უნდა დაიცვას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. ექიმი განსაზღვრავს აუცილებელ მკურნალობას და ორგანოთა ფუნქციების კონტროლს, რომელთა მუშაობა შეიძლება დარღვეული იყოს (გული, სისხლძარღვები, ფილტვები, თირკმელები). იმ შემთხვევაში თუ არ ხერხდება სამედიცინო დახმარების ჩატარება, პრეპარატის სისხლში გადასვლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ღებინების გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აუცილებელია, რომ მკურნალმა ექიმმა ან პროვიზორმა იცოდეს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ღებულობს ან ღებულობდა უახლოეს წარსულში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მიეკუთვნება ურეცეპტო ფორმებს.

დღეისათვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ტენოქსის ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის და: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები