ტერავიტი ტონიკი – THERAVIT TONIC – ТЕРАВИТ ТОНИК

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 3000 სე, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 250 სე, ვიტამინი E (dI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 60 სე, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 120 მგ. ვიტამინი K (ფიტონადიონი) 25 მკგ, ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 4.50 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 5.1 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 6 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ, ნიაცინი (ნიაცინამდი) 40 მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 18 მკგ, პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) 10 მგ, კალციუმი (კალციუმის ფოსფატის, კალცუმის ციტრატის და კალციუმის კარბონატი) 10 მგ, ბიოტინი 40 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატი) 10 მგ, ფოსფორი (კალციუმის ფოსფატი) 48 მგ, იოდი (კალიუმის  იოდიდი) 150 მკგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 4 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი) 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 70 მკგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 2 მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 4 მგ, ქრომი (ქრომის ქლორიდი) 120 მკგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) 75 მკგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) 80 მგ, კალა (კალას ქლორიდი) 10 მკგ, ნიკელი (ნიკელის სულფატი) 5 მკგ, ვანადიუმი (ვანადიუმის სულფატი) 10 მკგ, ბორი 6 მკგ, კრემნიუმი (კრემნიუმის დიოქსიდი) 4 მგ, ჩინური ლიმონურა (ნაყოფი) 10 მგ, ჟენშენის ექსტრაქტი (ფესვები) 125 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური  ცელულოზა, ჟელატინი, დიკალციუმის ფოსფატი, სტეარინის მჟავა, კროსკარმელოზური ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მანიტოლი, მინერალური ცხიმი, მალოდექსტრინი, აკაცია, გლიცინი, ასპარაგინის მჟავა, ლიმონმჟავა, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავები FD&C ყვითელი № 6 ლაქი, FD&C ყვითელი № 40 ლაქი.

ჩვენებები:

  • ვიტამინების და მინერალების დონის შევსება გადაღლილობის, ასთენიური მდგომარეობების, ჰიპოტონიისა და ძილიანობის დროს;
  • გადატანილი დაავადებების შემდეგ;
  • სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქციისა და ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით -1 ტაბლეტი ერთხელ დღეში (სასურველია დღის პირველ ნახევარში) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 1-2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება რეკომენდებულია 1-2 თვის ინტერვალით.

მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის გამოყენებისას ძილის წინ ვითარდება უძილობა. ვიტამინი B2 შესაძლოოა გამოიწვიოს შარდის ინტენსიურად ყვითელი, ხოლო რკინამ – განავლის მონაცრისფრო-შავი შეფერილობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ჰიპერტონული დაავადება, მომატებული ნერვული აგზნებადობა;

* 12 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

♦ ერთდროულად არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან, რომელთა შემადგენლობაში შედიან ვიტამინები და მინერალები, ასევე არ გამოიყენება ჟენ-შენისა და ჩინური ლიმონურას შემცველ პრეპარატებთან ერთად.

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება:

ტერავიტი ტონიკის რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ხანგრძლივი მედიკამენტოზური და სხივური თერაპიის დროს როგორც თანმხლები პრეპარატი აძლიერებს მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები