ტერავიტი – THERAVIT – ТЕРАВИТ

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

აქტიური ინგრედიენტები:

ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი და ბეტა-კაროტინი) 5000 სე, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 23 მგ,

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 3,5 მგ,. ნიაცინი (ნიაცინამიდი) 20 მგ, ვიტამინი  B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 3 მგ.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 9 მკგ, პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატის სახით) 10 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 90 მგ, ვიტამინი E (dI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით)  400 სე, ბიოტინი 30 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატის სახით), 27 მგ, ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატის სახით) 31 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდის სახით ) 15 მკგ, სპილენძი (სპილენძის სულფატის სახით) 2 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 10 მკგ, ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 15 მკგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის სახით) 15 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) 5 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) 100 მგ, კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატის სახით) 40 მგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდის სახით) 7.5 მგ, ქლორი (კალიუმის ქლორიდის სახით) 7.5 მგ.

არააქტიური ინგრედიენტები:

სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, კრემნიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, მეტოცელი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედიან ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:

  • ჰიპო- და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპოპარათიროზის;
  • რკინადეფიციტური ანემიის;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება ვირუსული და ინფექციური დაავადებების მიმართ, ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით) მცხოვრებ პირებში; ნერვული და ფიზიკური გადაძაბვების დროს;
  • დაბერების პროცესების შესანელებლად;
  • საკვები პროდუქტებით მიღებული ვიტამინების დეფიციტისას;
  • სამკურნალო მიზნით ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება ინფექციური, თვალის, ნერვული სისტემის და კანის დაავადებებისას; ძვლების მოტეხილობის; ჭრილობების და წყლულების შეხორცების გაძნელებისას. ოპერაციის შემდგომ პერიოდში, დამწვრობისას, მოყინვის დროს და ა.შ.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში პროფილაქტიკის მიზნით – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* 12 წლამდე ასაკი;

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

ინიშნება სიფრთხილით შაქრიანი დიაბეტის, თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, მწვავე პანკრეატიტის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონული დაავადებების, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი  მიიღება ექიმთან შეთანხმებით.

ჭარბი დოზირება:

ტერავიტის რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები