Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ტერაფლექსი M – THERAFLEX M – ТЕРАФЛЕКС М

ტერაფლექსი M – THERAFLEX M – ТЕРАФЛЕКС М

საერთაშორისო დასახელება: GLUCOSAMINE; Na CHONDROITINE SULPHATE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინი+ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 28.4 გ და 56.7 გ

1 გ

გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ………………3 მგ
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი …………8 მგ
ქაფური ………………………………………….32 მგ
ბაღის პიტნის ზეთი …………………………….9 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ალოე, ეთილის სპირტი, ლანოლინი, მეთილპარაბენი, პოლიეთილენგლიკოლი 10 სტეარატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი, დიმეთიკონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქონდროიტინის სულფატი წარმოადგენს მაღალ მოლეკულურ პოლისაქარიდს, რომელიც მონაწილეობს ხრტილის ქსოვილის ჩამოყალიბებაში. ამცირებს ფერმენტების აქტივობას, რომელიც შლის სახსრების ხრტილს და ასტიმულირებს მის რეგენერაციას. ანთებითი პროცესის ადრეული სტადიებში ქონდროიტინის სულფატი ამცირებს მის აქტივობას და ამგვარად ანელებს ხრტილის ქსოვილის დეგენერაციას. ხელს უწყობს ტკივილის სინდრომის ინტენსივობის შემცირებას, სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას, ამცირებს მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ქონდროპროტექტორული თვისებები, ამცირებს გლიკოზამინგლიკანების დეფიციტს ორგანიზმში, მონაწილეობს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას ბიოსინთეზში. გააჩნია რა ხრტილის ქსოვილში შეღწევის უნარი, გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ახდენს გოგირდის ფიქსაციის პროცესის ინიცირებას ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის დროს. იგი სელექტიურად მოქმედებს სახსრის ხრტილზე, წარმოადგენს სპეციფიკურ სუბსტრატს და ჰიალურონის მჟავასა და პროტეოგლიკანების სტიმულატორს, თრგუნავს სუპეროქსიდული რადიკალებისა და ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ ხრტილის ქსოვილს (კოლეგანეზა და ფოსფოლიპაზა), ამცირებს გლუკოკორტიკოიდების დამაზიანებელ მოქმედებას ქონდროციტებზე.

ქაფური ადგილობრივი გამოყენებისას აღიზიანებს კანსა და კანქვეშა ქსოვილების მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, აფართოებს ზედაპირულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების სისხლმომარაგებას, ახასიათებს მცირე ანტისეპტიკური მოქმედება.

ბაღის პიტნის ზეთი ადგილობრივი გამოყენებისას ავლენს ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ყურადღების გამფანტველ მოქმედებას.

ადგილობრივი გამოყენებისას ქონდროიტინი და გლუკოზამინი შეიწოვება კანის ზედაპირიდან, რის შემდეგაც ლიმფოგენური და ნაწილობრივ ჰემატოგენური გზით ხვდება უახლოესი ხრტილებისა და სახსრების ქსოვილებში. ქაფური და ბაღის პიტნის ზეთის კომპონენტები კანზე წასმის შემდეგ ნაწილობრივ ჰაერში ორთქლდება, ნაწილობრივ კანის უჯრედებში მეტაბოლიზირდება.

ჩვენებები:

  • პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია;
  • ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
  • ასევე გამოიყენება როგორც სიმპტომური გამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობების, დაჭიმვის, ტრავმების, რადიკულიტის  დროს.
  • პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებისთვის, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის კომპლექსურ მკურნალობაში საყრდენმამოძრავებელი აპარატის დაავადებების, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც  თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.

მიღების წესი და დოზირება:

მალამო გამოიყენება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში. მალამო შეიზილება კანში სრულ შეწოვამდე.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები კანზე, გამონაყარისა და ქავილის სახით.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები).

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია კანის დაზიანებულ უბანზე გამოყენება.

კლინიკური მონაცემები ორსულ და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკასა და ფარმაკოკინეტიკაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 270C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები