ტერაფლუ გრიპისა და გაცივების საწინააღმდეგო – THERAFLU FLU AND COLD – ТЕРАФЛУ ПРОСТУДА И ГРИП

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA CUTICALS, კანადა

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწვავე რესპირატორული დაავადებების (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები) და გაცივების სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: ერთჯერად პაკეტებში, შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

პარაცეტამლი  ………………………………325 მგ

ფენირამინის მალეატი …………………    20 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ……   10 მგ

ასკორბინის მჟავა ………………………..    50 მგ

დამხმარე კომპონენტები:

ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატდიჰიდრატი, ყვითელი საღებავი №6, ყვითელი საღებავი №10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი), რომლებსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ციებ-ცხელება, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, სურდო, ცემინება და კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

გახსენით ერთ პაკეტში მოთავსებული ფხვნილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში. პრეპარატი უნდა მიიღოთ ცხლად შესაძლებელია შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.

განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 3 დოზაზე მეტი.

ტერაფლუს მიღება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. თუმცა საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ღამით ძილის წინ. თუ ვერ შენიშნავთ სიმპტომების შემსუბუქებას პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ასევე ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

პარაცეტამოლის შემადგენლობის გათვალისწინებით – სისხლის სისტემის დარღვევები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზების ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის, თირკმელის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქიალური ასთმა), შარდის გამოყოფისას სირთულეების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ფერმენტის დეფიციტის დროს.

♦ ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ასევე, პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ.

♦ პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვა, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს.

♦ თუ პრეპარატის მიღების პერიოდში, დაავადება გრძელდება გახანგრძლივებული ციებ-ცხელებით, თან აღინიშნება ტემპერატურის განმეორებითი მომატება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

♦ არ გამოიყენოთ დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატი.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში; მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

სანამ ექიმს მიმართავდეთ ამოირეცხეთ კუჭი, მიიღეთ აქტივირებული ნახშირი და მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას.

– იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების საშიშროება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები