ტერჟინანი – TERGYNAN – ТЕРЖИНАН

მწარმოებელი: Laboretoires du Docteur

E.BOUCHARA, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური ტაბლეტები: ბლისტერზე 6 და 10 ც.

1 ტაბ.

ტერნიდაზოლი ……………………….  0.2 გ

ნეომიცინის სულფატი ………..      100 მგ

ნისტატინი …………………….. 100 000 სე

პრედნიზოლონი ……………………    3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, ლაურილსულფატი, არომატული კომპოზიცია -ჰერანიოლი, ციტრონელოლი, ბურბონიის ჰერანი, მიხაკის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერჟინანი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიაში ადგილობრივად.

პრეპარატის  მოქმედების ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი ინგრედიენტებით:

ტერნიდაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც ხასიათდება ტრიქომონაციდური მოქმედებით, აქტიურია აგრეთვე ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ გარდნერელების მიმართ;

ნეომიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია;

ნისტატინი – პოლიენების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება მაღალეფექტურობით candida-ს ჯგუფის  სოკოების მიმართ;

პრედნიზოლონი წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდს, კარგად გამოხატული ანთების საწინააღმედგო მოქმედებით.

შემავსებლები განაპირობებენ საშოს ლორწოვანი გარსის მთლიანობას და მის მუდმივ pH-ს.

ჩვენებები:

ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით მათ შორის:

  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ბაქტერიული ვაგინიტი, გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
  • საშოს ტრიქომონიაზი;
  • ვაგინიტები გამოწვეული candida -ს ჯგუფის სოკოებით;

ვაგინიტების პროფილაქტიკა, მათ შორის:

  • გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი.
  • მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი.
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების (სპირალის) ჩადგმის წინა და შემდგომი პერიოდი.
  • საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი;
  • ჰისტეროგრაფიული გამოკვლევის წინა პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

ენიშნებათ 1 ტაბ. დღეში ძილის წინ. მკურნალობის თერაპიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 10 დღეს.

მიკოზის დადგენის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიზარდოს 20 დღემდე.

რეკომენდებული არ არის მკურნალობის შეწყვეტა მენსტრუაციის დროს.

საშოში პრეპარატის მოთავსებამდე, სასურველია ტაბლეტის დასველება 20-30 წამით, შემდეგ კი აუცილებელია 10-15 წთ-იანი წოლითი რეჟიმი.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები – წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

ზოგიერთ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

სისტემური სისხლმიმოქცევის პროცესში აბსორბციის დაბალი ხარისხის მაჩვენებლების გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები