Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ტესტის კომპოზიტუმ ნ – TESTIS COMPOSITUM N – ТЕСТИС КОМПОЗИТУМ Н

ტესტის კომპოზიტუმ ნ – TESTIS COMPOSITUM N – ТЕСТИС КОМПОЗИТУМ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნულო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 10 და 10 ც.

100 მლ

Testis suis D4 ………………………………1მლ
Embryo suis D8 …………………………….1მლ
Glandula suprarenalis suis D13 ……………1მლ
Kalium picrinicum D6 ……………………….1მლ
Ginseng D4 ………………………………….1მლ
Turnera diffusa D8 ………………………….1მლ
Caladium seguinum D6 …………………….1მლ
Cor suis D8 ………………………………….1მლ
Cortisonum aceticus D13 …………………..1მლ
Vitex agnus castus D6 ……………………..1მლ
Selenium D10 ……………………………….1მლ
Litta versicatoria D6 ………………………..1მლ
Acidum ascorbinum D6 …………………….1მლ
Zincum metallicum D10 ……………………1მლ
Conium maculatum D28 ……………………1მლ
Lycopodium clavatum D28 …………………1მლ
Phosphorus D8 ……………………………..1მლ
Diencephalon suis D10 …………………….1მლ
Magnesium phosphoricum D10 …………….1მლ
Ferrum phosphoricum D10 …………………1მლ
Manganum phosphoricum D8 ………………1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ორგანოთა ფუნქციების სტიმულირება, მათ შორის იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაციის, გამოფიტვის, ოსტეომალაციის, ღამის შარდის შეუკავებლობის, პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, შაქრიანი დიაბეტის და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევების შემთხვევაში;
  • აგრეთვე ღვიძლის დაზიანების დროს;
  • პრეპარატი გამოიყენება გერიატრიაში;
  • პროსტატის ადენომის, ჰიპერტონიის, პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის, სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება ერთი ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, საჭიროების შემთხვევაში ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები