ტორადოლი (გაგრძელება) – TORADOL – ТОРАДОЛ

– კეტოროლაკ ტრომეტამინი არ მოქმედებს დიგოქსინის ცილებთან შეკავშირებაზე. სალიცილატების თერაპევტული კონცენტრაციების არსებობისას (300 მკგ/მლ) ტორადოლის შეკავშირება ცილებთან in vitro მცირდებოდა 99.2%-დან 97.5%-მდე, რის შედეგადაც პლაზმაში თავისუფალი კეტოროლაკის კონცენტრაცია 2-ჯერ გაიზარდა. დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, აცეტამინოფენის, ფენიტოინის და ტოლბუტამიდის თერაპევტულმა კონცენტრაციებმა არ იქონიეს ზეგავლენა ტორადოლის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე.

– მართალია, კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტორადოლს და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, თუმცა, ტორადოლისა და ჰემოსტასზე მოქმედი სხვა პრეპარატების, მათ შორის ანტიკოაგულანტების (ვარფარინი, ჰეპარინოპროფილაქტიკა დაბალ დოზებში – 2500-5000 ერთეული 2-ჯერ დღე-ღამეში) და დექსტრანების, ერთდროულდმა დანიშვნამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.

– ჯანმრთელ მოხალისეებში ნორმოვოლემიით, ტორადოლი ფუროსემიდის შარდმდენ მოქმედებას ამცირებს დაახლოებით 29%-ით, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატების გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას.

– სხვა ასას ზრდიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას. კეტოროლაკმა შეიძლება გამოავლინოს მსგავსი ეფექტი ანალოგიური მექანიზმით.

– თუ ტორადოლი ინიშნება პოსტოპერაციული ტკივილების კუპირებისათივს, იგი ამცირებს მოთხოვნილებას ოპიატებისადმი.

– ტორადოლის ტაბლეტების მიღებას ცხიმებით მდიდარი საკვების შემდეგ, თან ახლდა მაქსიმალური კონცენტრაციის შემცირება და მისი მიღწევის შეფერხება დაახლოებით 1 საათით. ანტაციდები არ მოქმედებენ ტორადოლის შეწოვაზე.

– ტორადოლს არა აქვს დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალი. პრეპარატის სწრაფი მოხსნის შემდეგ, მოხსნის სიმპტომები არ ვლინდება.

შეუთავსებლობა: არ არის რეკომენდებული ტორადოლის საინექციო ხსნარის შერევა მორფინის სულფატთან, პეტიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეტაზინთან ან, ჰიდროქსიზინთან, პატარა მოცულობის ჭურჭელში (მაგალითად, ერთ შპრიცში), ვინაიდან ამ დროს კეტოროლაკი შეიძლება დაილექოს.

ტორადოლის ხსნარი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნართან, გლუკოზის 5% ხსნართან, რინგერისა და რინგერ-ლაქტატის ხსნარებთან, აგრეთვე, ხსნარ “პლაზმალიტთან”. ტორადოლი შეთავსებადია ინფუზიურ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინოგილინს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, მორფინის სულფატს, მეპერიდინ ჰიდროქლორიდს, დოპამინის ჰიდროქლორიდს, ხანმოკლე მოქმედების ადამიანის ინსულინს და ჰეპარინის ნატრიუმის მარილს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი;

ამპულები – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები