ტორვაკარდი (გაგრძელება) – TORVACARD – ТОРВАКАРД

 

(გაგრძელება)

გამოყენების წესი და დოზები:

ტორვაკარდის მიღებამდე ავადმყოფს ენიშნება სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საწყისი დოზა შეადგენს საშუალოდ 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზა მერყეობს 10 დან 80 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ან საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად. დოზა შეირჩევა ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონეების, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში და/ან ტორვაკარდის დოზის გაზრდის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლის ჩატარება ყოველ 2-4 კვირაში და დოზის შესაბამისად კორიგირება.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია

უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია დაინიშნოს პრეპარატი ტორვაკარდის 10 მგ დოზა ერთხელ დღე-ღამეში. არსებითი თერაპიული ეფექტი, როგორც წესი,   აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება უკვე 4 კვირის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობისას ეს ეფექტი შენარჩუნდება.

მკურნალობის მიზნის დადგენისას შეიძლება ქვემოთმოყვანილი რეკომენდაციების გამოყენება:

ა.    ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის რეკომენდაციები ქოლესტერინის შესახებ (აშშ).

 

სისხლძარღვთა
დიაგნოსტირებული ათეროსკლეროზი

რისკის კიდევ 2 ან მეტი ფაქტორის არსებობა**

დსლპ ქოლესტერინი, მგ/დლ (მმოლი/ლ)

 

 

საწყისი დონე

მინიმალური მიზანი

არა

არა

>=190(>=4,9)

არა

დიახ

>=160(>=4,1)

დიახ

დიახ ან არა

>=130***
(>=3,4)

 

* გიდ ან ათეროსკლეროზი (კლინიკური სიმპტომებით თანმხლები საძილე არტერიების დაზიანების ჩათვლით).

** მოიცავს შემდეგს: ასაკი (მამაკაცები>=45 წელი, ქალები >=55 წელი ან ადრეული მენოპაუზა, როდესაც პაციენტს არ უტარდება შემცვლელი თერაპია ესტროგენებით), ნათესავებში გიდ ადრეული განვითარების შემთხვევები, მოწევა, არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის/დსლპ დადასტურებული დონე=60 მგ/დლ (>=1,6 მმოლ/ლ).

*** გიდ მქონე ავადმყოფებში ქოლესტერინის/დსლპ დონით 100-დან 129 მგ/დლ-მდე საკითხი სამკურნალო თერაპიის დანიშვნის შესახებ წყდება ექიმის მიერ კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით.

ბ.    ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნები.

გიდ დადასტურებული დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში და იშემიური განვითარებების მაღალი რისკის მქონე სხვა პაციენტებში მკურნალობის მიზანია ქოლესტერინის/დსლპ დონის

გ. რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით.

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ ავადმყოფებში ჩატარებულ კვლევებში 80 მგ დოზით ატორვასტატინის თერაპიამ უმრავლეს შემთხვევაში გამოიწვია ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითება 15%-ზე მეტით (18-45%).

თირკმელების უკმარისობის და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინის/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას, ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.

საერთო პოპულაციასთან შედარებით ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატების მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება არ აღინიშნება.

გვერდითი მოქმედება:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ამბლიოპია, ხმაური ყურებში, კონიუნქტივიტის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალში, სიყრუე, თვალშიდა წნევის მომატება, პაროსმია, გემოს დარღვევა, გემოს შეგრძნების დაკარგვა.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის არეში, გულისცემა, ვაზოდილატაცია, ორთოსტაზური ჰიპოტენზია, ფლებიტი, არითმია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელის სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, მუცლის ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, სიმშრალე პირის ღრუში, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ჰეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლდენა ღრძილებიდან, ტენეზმები.

საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრიტი, ფეხების კუნთების სპაზმი, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურები, ტკივილი ზურგში.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, პერიფერიული შეშუპება, დიზურია (მათ შორის, პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავლობა ან შარდვის შეკავება, იმპერატიული ჭინთვა მოშარდვის სურვილით), ნეფრიტი, ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხლდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.

კანის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეკზემა, სებორეა, ეკქიმატოზები.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია,  ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ლაბორატორული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფაკინაზის (კფკ) მომატება, ალბუმინურია, ასტ, ალტ აქტივობის მომატება.

სხვა: სხეულის მასის მომატება, პოდაგრის გამწვავება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

დოზის გადაჭარბება:

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ინიშნება სიმპტომატური თერაპია.

ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ამ კლასის სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს მიოპათიის რისკი იზრდება ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ნიაცინთან ერთდროულად მიღებისას.

– ატორვასტატინისა და მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროჟანგის შემცველი სუსპენზიის ერთდროულად შიგნით მიღებისას, პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქვეითდება დაახლოებით 35%-ით, თუმცა ამასთან ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ იცვლება.

– ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომის იმავე იზოფერმენტებით, მოსალოდნელი არ არის.

კოლესტიპოლის ერთდროულად მიღებისას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციები ქვეითდება დაახლოებით 25%-ით. მაგრამ ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის კომბინაციის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი აჭარბებდა ცალ-ცალკე ორივე პრეპარატის აღნიშნულ ეფექტს.

– დიგოქსინისა და ატორვასტატინის 10 მგ დოზით განმეორებითი მიღებისას სისხლის პლაზმაში დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები არ შეიცვალა. ხოლო დიგოქსინის დოზით 80 მგ დღე-ღამეში ატორვასტატინთან კომბინაციაში მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 20%-ით. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიგოქსინს ატორვასტატინთან კომბინაციაში, უნდა ჩაუტარდეს დაკვირვება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის მაინჰიბირებელი ერითრომიცინის (500 მგ 4 ჯერ დღე-ღამეში) ან კლარიტრომიცინის (500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.

– ატორვასტატინის (10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და აზითრომიცინის (500 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება.

– ატორვასტატინმა არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება სისხლის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციაზე, რომელიც მეტაბოლიზდება, ძირითადად, ციტოქრომი P450 3A4-ით; ამასთან დაკავშირებით ნაკლებადსავარაუდოა, რომ ატორვასტატინს შეუძლია არსებითი მოქმედება მოახდინოს ციტოქრომი P450 3A4-ის სხვა სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

– ატორვასტატინისა და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად მიღებისას აღინიშნებოდა ნორეტინდრონის და ეთინილესტრადიოლის AUC მომატება დაახლოებით 30%-ით და 20%-ით, შესაბამისად.  საჭიროა ამ ეფექტის გათვალისწინება პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.

– ატორვასტატინის ვარფარინთან და ციმეტიდინთან ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

80 მგ ატორვასტატინის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში არ იცვლება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის ინჰიბიტორებად პროტეაზას ცნობილი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებას თან ახლავდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.

– ატორვასტატინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე ესტროგენების ერთდროულად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ურთიერთქმედების კვლევები ყველა სპეციფიურ პრეპარატთან არ ჩატარებულა, ფარმაცევტული შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება:

ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ჰიპოქოლესტერინის სტანდარტული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

– სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე, 6 კვირის შემდეგ, ტორვაკარდის მიღების დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ, ასევე პერიოდულად, მაგალითად, ყოველ 6 თვეში.

 

 

სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ტორვაკარდით თერაპიის დროს. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნება ტრანსამინაზის დონის მომატება, უნდა იყონ კონტროლის ქვეშ ფერმენტების დონის ნორმაში დაბრუნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ალანინამინოტრანსფერაზის ((ალტო) ან ასპარაგინამინოტრანსფერაზის (ალტ)) მნიშვნელობები 3-ჯერ მეტად აღემატება ზედა დაშვებული ზღვარის დონეს, რეკომენდებულია ტორვაკარდის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

– ტორვაკარდი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს, რომლებიც იყენებენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში. ღვიძლის აქტიური დაავადება ან დაუდგენელი გენეზის ამინოტრანსფერაზების აქტივობის მყარი მომატება წარმოადგენს უკუჩვენებას ტორვაკარდის მიღებისათვის.

– ტორვაკარდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) აქტივობის მომატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. საჭიროა ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთებში დაუდგენელი ტკივილის ან სისუსტის შესახებ, რომელსაც თან ახლავს შეუძლოდ  ყოფნა ან ციებ-ცხელება.

 

– ტორვაკარდით თერაპია უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიაცინის ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომი P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით. ატორვასტატინის ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და ნებისმიერი პრეპარატის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

– ატორვასტატინის, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატების  მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმელების მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს ტორვაკარდის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგალითად, მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, ცვლის, ენდოკრინული და ელექტროლიტური მძიმე დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).

– ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ეცადეთ გაიაროთ ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადექვატური  დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს შეუძლოდ  ყოფნა ან ციებ-ცხელება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ტორვაკარდის არასასურველი მოქმედების შესახებ ცნობები არ არის.

შენახვის პირობა:

პრეპარატი ინახება 10-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით (II ჯგუფი).

Facebook კომენტარები