ტორვაკარდი – TORVACARD – ТОРВАКАРД

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ატორვასტატინი

მწარმოებელი: ზენტივა ა.ს. ჩეხეთის რესპუბლიკა)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 10 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 10,34 მგ);

აქტიურ ნივთიერებას: 20 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 20,68 მგ);

აქტიურ ნივთიერებას: 40 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 41,36 მგ).

დამხმარე ნივთიერებებს:

ბირთვი: მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცირედჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა LH 21, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი;

გარსი: ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

აღწერა:

ოვალური, ორადამობურცული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ატორვასტატინი არის ჰმგ კო-A რედუქტაზის – საკვანძო ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად, სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი – სტეროიდების წინამორბედი, ქოლესტერინის ჩათვლით.

ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი უერთდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) შემადგენლობას, გამოიყოფა სისხლის პლაზმაში და გადის პერიფერიულ ქსოვილებში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისაგან წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დსლპ მაღალაფინურ რეცეპტორებთან. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების შემცველობას სისხლის პლაზმაში, ღვიძლში ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბირებით და უჯრედის ზედაპირზე „ღვიძლის“ დსლპ რეცეპტორების რიცხვის გაზრდით, რაც იწვევს ქოლესტერინის/დსლპ მიტაცებისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.

ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის/დსლპ წარმოქმნას და დსლპ ნაწილაკების რიცხვს. იგი იწვევს დსლპ რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ და მდგრად ზრდას, ასევე ახდენს დადებით მოქმედებას მოცირკულირე დსლპ ხარისხზე. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს ქოლესტერინის/დსლპ დონეს პაციენტებში ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება თერაპიას სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით.

ატორვასტატინის დოზადამოკიდებულობი ეფექტის შესწავლისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატი (დოზით 10-80 მგ) აქვეითებს საერთო ქოლესტერინის (30-46%-ით), ქოლესტერინის/დსლპ (41-61%-ით), აპოლიპოპროტეინი B-ს (34-50%-ით) და ტრიგლიცერიდების (14-33%-ით) დონეს.

მკურნალობის შედეგები იყო ისეთივე, როგორც პაციენტებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, მ.შ. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინის/დსლპ, ქოლესტერინის/ძდსლპ, აპოლიპოპროტეინი B-ს, ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის, რომელიც არ შედის დსლპ შემადგენლობაში, დონეს და ზრდის ქოლესტერინის/დსლპ დონეს იზოლირებული ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ავადმყოფებში. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინის შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს დისბეტალიპოპროტეინემიის მქონე ავადმყოფებში.

ისევე როგორც დსლპ, ტრიგლიცერიდების შემცველი ლიპოპროტეინები, მ.შ. ძდსლპ, შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ნარჩენები ასევე აჩქარებს ათეროქსკლეროზის განვითარებას. სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის მომატება ხშირად ვლინდება ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებასთან და მცირე ზომის დსლპ ნაწილაკების არსებობასთან კომბინაციაში, ასევე გულის იშემიური დაავადებების (გიდ) რისკის არალიპიდურ მეტაბოლურ ფაქტორებთან კომბინაციაში. ამ მომენტამდე დადასტურებული არ არის, რომ სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების საერთო დონის მომატება წარმოადგენს გიდ-ის რისკის დამოუკიდებელ ფაქტორს. ასევე არ არის დადასტურებული, რომ ქოლესტერინის/დსლპ დონის მომატება ან ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება თავის თავად მოქმედებს პაციენტთა კორონარულ და სხვა გულ-სისხლძარღვთა გართულებების და სიკვდილიანობის რისკზე.

ატორვასტატინი და ზოგიერთი მისი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია.

ატორვასტატინის მოქმედების პირველად სამიზნე ორგანოს წარმოადგენს ღვიძლი, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დსლპ კლირენსი.

ქოლესტერინის/დსლპ დონის დინამიკა უფრო კარგად კორელირებს პრეპარატის დოზასთან, ვიდრე სისხლის პლაზმაში მის კონცენტრაციასთან.

ატორვასტატინის დოზის შერჩევა ხდება თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. აბსორბციის და ატორვასტატინის კონცენტრაციის ხარისხი იზრდება დოზის პროპორციულად.

ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა ხსნართან შედარებით შეადგენს 95-99%-ს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება პრესისტემური კლირენსით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში და/ან მეტაბოლიზმით ღვიძლში “პირველი გასვლის დროს”.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები აქვეითებს აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხს დაახლოებით 25%-ით და 9%-ით, შესაბამისად (რაც დასტურდება Cmax და მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დროს (AUC) შეფარდების შედეგებით), ქოლესტერინის/დსლპ დონე ატორვასტატინის მიღებისას უზმოზე და ჭამის დროს ქვეითდება თანაბარი ხარისხით. საღამოს საათებში ატორვასტატინის მიღების შემდეგ მისი დონე სისხლის პლაზმაში უფრო დაბალია (Cmax და AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე დილის საათებში მიღებისას. თუმცა ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღების დროზე დღის განმავლობაში.

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ. სისხლის პლაზმების ცილებთან შეკავშირების ხარისხი – 98%. ატორვასტატინის დონეების თანაფარდობა ერითროციტებში/პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 0,25, რაც აღნიშნავს ატორვასტატინის დაბალ გამოყოფას ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი

ატორვასტატინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული წარმოებულებისა და ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტის წარმოებით. In vitro ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი ეფექტი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ შედარებულია ატორვასტატინის აღნიშნულ ეფექტთან. სისხლის პლაზმაში მაინჰიბირებელი მოქმედება ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ 70%-ით განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტებით. In vitro კვლევებმა დაადასტურა ატორვასტატინის მეტაბოლიზმის მნიშვნელობა ღვიძლის ციტოქრომი P450 3A4 მოქმედების ქვეშ; ეს დასტურდება ადამიანის სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატებით ერითრომიცინთან ერთდროულად მიღებისას, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტის ინჰიბიტორს.

In vitro კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ატორვასტატინი წარმოადგენს P450 3A4-ის მსუბუქ ინჰიბიტორს.

ცხოველებში ორთო-ჰიდროქსიმეტაბოლიტი განიცდის შემდგომ გლუკურონირებას.

გამოყოფა

ატორვასტატინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა, ძირითადად,  ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემდეგ; თუმცა ატორვასტატინი, როგორც ჩანს, არ განიცდის ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 14 საათს, თუმცა მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ უდრის 20-30 საათს, რაც აიხსნება აქტიური მეტაბოლიტების არსებობით. შიგნით მიღებისას შარდში აღმოჩენილია პრეპარატის დოზის 2%-ზე ნაკლები.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში

ხანდაზმულებში (ასაკი 65 წელს ზემოთ) ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია (Cmax დაახლოებით 40%-ით, AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილ პაციენტებში. თუმცა, ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება ხანდზმულებში საერთო პოპულაციასთან შედარებით აღმოჩენილი არ არის.

ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ არის ჩატარებული.

სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქალებში (Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი, AUC დაახლოებით 10%-ით დაბალი) განსხვავდება ამგვარისაგან მამაკაცებში. თუმცა, მამაკაცებში და ქალებში ლიპიდურ ცვლაზე პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების განსხვავება გამოვლენილი არ არის. თირკმელების დაავადებები არ ახდენს მოქმედებას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ან მისი ეფექტი ლიპიდური ცვლის მაჩვენებელზე. ამასთან დაკავშირებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლას არ საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალურ სტადიებში თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებული, საეჭვოა, რომ ჰემოდიალიზს შეეძლოს ატორვასტატინის კლირენსის მნიშვნელოვნად გაძლიერება, რადგან იგი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ატორვასტატინის კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება (Cmax და AUC დაახლოებით 16 და 11-ჯერ, შესაბამისად) ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე ავადმყოფებში (ჩაილდ-პიუ B).

ჩვენება:

•    დიეტასთან კომბინაციაში საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის,  აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების მომატებული დონეების დასაქვეითებლად და მსლპ ქოლესტერინის დონის გაზრდისათვის  პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიით და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIa და IIb ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში.

•    დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპიდპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების საკმურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი.

•    საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინის/დსლპ დონეების დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპია და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ ეფექტებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.

უკუჩვენება:

•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

•    ღვიძლის აქტიური დაავადებები ან შრატში დაუდგენელი გენეზის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება (3-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);

•    ორსულობა;

•    ლაქტაციის პერიოდი;

•    18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);

სიფრთხილით: დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ფართე ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, ჩონჩხის კუნთების დაავადებები.

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს  და ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვების პერიოდში).

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი დედის რძესთან. ახალშობილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შესახებ.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდები. რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში ატორვასტატინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია, და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.

გაგრძელება

Facebook კომენტარები