ტორვენტა 10მგ #30ტ

ტორვენტა

TORVENTA

 

სავაჭრო დასახელება

ტორვენტა, Torventa

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტორასემიდი, Torasemide

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა:

ტორვენტა 5 მგ: მრგვალი ბრტყელი თეთრი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს გრავირებით „Т5“.

ტორვენტა 10 მგ: მრგვალი ბრტყელი თეთრი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს გრავირებით „Т10“.

ტორვენტა 20 მგ: მრგვალი ბრტყელი თეთრი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს გრავირებით    „Т20“.

ტორვენტა 200 მგ: მრგვალი ბრტყელი თეთრი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ცალ მხარეს გრავირებით „Т200“ და მეორე მხარეს ჯვარედინი გამყოფი ნაჭდევით.

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი უწყლო5 მგ, 10 მგ, 20 მგ ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი,  მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

პრეპარატის ათქ კოდი  C03CA04

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მაღალაქტიური დიურეტიკები, სულფონამიდის მარტივი პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტორასემიდი არის მარყუჟოვანი დიურეტიკი. დაბალი დოზებით მისი ფარმაკოდინამიკური პროფილი თიაზიდურ დიურეტიკებს მოგვაგონებს დიურეზის დონისა და ხანგრძლივობის მხრივ. მაღალი დოზებით ტორასემიდი აძლიერებს დიურეზს დოზაზე დამოკიდებულებით, მაღალი აქტივობით.

ტორასემიდი მოქმედებს როგორც სალურეტიკი, ახდენს თირკმლის ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციის ინჰიბირებას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში. შიგნით  მიღების შემდეგ დიურეზი იწყება 1 საათის განმავლობაში, მოქმედების პიკი ვითარდება 2-3 საათის ფარგლებში. მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე.

ჯანმრთელ მოხალისეებში დოზის გაზრდა იწვევს შარდის ექსკრეციის ხაზოვან ზრდას,  დოზის ლოგარითმის (მაღალი აქტივობის) შესაბამისად 5 მგ-დან 100 მგ-მდე დოზის  დიაპაზონში. შესაძლოა მოხდეს დიურეზის გაზრდა, თუ სხვა დიურეტიკები აღარ არის აქტიური, მაგალითად, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ენდოგენური ორგანული მჟავები უწევენ კონკურენციას მარყუჟოვან დიურეტიკებს, პროქსიმალურ მილაკებში მჟავების სეკრეციის მექანიზმთან მიმართებაში. ამგვარად, საჭიროა ტორასემიდის დოზის შესაბამისი ზრდა მოქმედებების ადგილზე სამკურნალო საშუალების ეფექტური რაოდენობის მისაღწევად.

ტორასემიდი ახდენს შეშუპებების თანდათანობით შემცირებას და განსაკუთრებით, გულის უკმარისობის თანდათანობით გაუმჯობესებას, პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით.

პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, მძიმედან ტერმინალურ სტადიამდე,  შეშუპებების მოხსნის და ნარჩენი დიურეზის შენარჩუნებასთან ერთად დამატებით მცირდება არტერიული წნევა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ ტორასემიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება; სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) აღინიშნება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.

ტორასემიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის 99%-ზე მეტი.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 16 ლიტრს.

მეტაბოლიზმი

ტორასემიდი მეტაბოლიზდება საფეხურებრივი ჟანგვის, ჰიდროქსილირების და

რგოლური ჰიდროქსილირებით გზით სამი მეტაბოლიტის წარმოქმნით: М1, М3 და М5.

M2 და M4 მეტაბოლიტები აღმოჩენილია ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტებისას, მაგრამ არა ადამიანებში.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის დასკვნითი პერიოდი შეადგენს 3-4 საათს. ტორასემიდის საერთო კლირენსი შეადგენს

40 მლ/წთ. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10 მლ/წთ. მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა თირკმელებით, უცვლელი ტორასემიდის  (24%) და მისი მეტაბოლიტების სახით: M1 (12%), M3 (3%), M5 (41%).

გულის შეგუბებითი უკმარისობის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტორასემიდისა და მისი M5 მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით უმნიშვნელოდ იზრდება. შარდით გამოყოფილი ტორასემიდისა და მისი მეტაბოლიტების რაოდენობა იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში; ამგვარად, ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ნაკლებ სავარაუდოა.

ტორასემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას. 

გამოყენების ჩვენებები

ტორვენტა 5 მგ – არტერიული ჰიპერტენზია.

ტორვენტა 5 მგ, ან 10 მგ, ან 20 მგ – გულის შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული შეშუპებები; შეშუპებები ღვიძლის, ფილტვების ან თირკმელების დაავადებების დროს.

ტორვენტა 200 მგ  გამოიყენება დიურეზის ბალანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (მათ შორის, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში) იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენი დიურეზი არის საკმარისი (200 მლ-ზე მეტი 24 საათის განმავლობაში) და ფუნქციური დარღვევები უკავშირდება შეშუპებისა და ჰიპერტენზიის არსებობას; თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში (წითელი მგლურა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი ან დიაბეტური გლომერულოსკლეროზი (კიმელსტილ-უილსონის სინდრომი)). ნეფროზული სინდრომის ზოგიერთ შემთხვევაში პირველ რიგში მკურნალობენ ძირითად დაავადებას.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი ტორვენტა მიიღება პერორალურად. ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, სითხის მიყოლებით, არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა.  ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ ერთსადაიმავე დროს (სასურველია დღის პირველ ნახევარში), საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე; გულის უკმარისობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შეშუპებების გაქრობამდე.

არტერიული ჰიპერტენზია:  რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის – 2,5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. 5 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება არ იწვევს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ზრდას. ჩვეულებრივ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

შეშუპებები:  ჩვეულებრივი დოზა არის 5 მგ  ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურებრივად 20 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. ცალკეულ შემთხვევაში მიიღება 40 მგ ტორასემიდი დღე-ღამეში.

შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია მძიმე თირკმლის უკმარისობის დროს: დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. თუ მზარდი დოზების, ჩვეულებრივ 10-40 მგ ტორასემიდი დღე-ღამეში, გამოყენება ვერ უზრუნველყოფს შარდის გამოყოფის მატებას, მაშინ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ, დაწყებული სადღეღამისო 50 მგ  ტორასემიდის (ტორვენტა 200 მგ  ტაბლეტის ¼) დილით მიღებით.  არასაკმარისი პასუხის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100-200 მგ-მდე  (ტორვენტა 200 მგ ტაბლეტის  ½-1) დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ ტორასემიდს (2 ტაბლეტი ტორვენტა 200 მგ), მიღებული დილით (ერთჯერადი დოზა).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

დღეში 100 მგ-ზე მეტი ტორასემიდი ინიშნება მხოლოდ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

რადგან ტორასემიდის ან მისი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან მცირედ იზრდება გულის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის სუსტიდან საშუალო ხარისხამდე დარღვევის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტორვენტა 200 მგ ტაბლეტი არ გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში. ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ტორასემიდის კონცენტრაციის გაზრდა.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის სპეციალურად შერჩევა საჭირო არ არის.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ტორასემიდის მიღების გამოცდილება არ არსებობს.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანის წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

– თირკმლის უკმარისობა ანურიით, ღვიძლისმიერი კომა ან პრეკომა;

– არტერიული ჰიპოტენზია;

– არსებული ჰიპოვოლემია;

– ორსულობა და ლაქტაცია;

– არითმია, ამინოგლიკოზიდებით ან ცეფალოსპორინებით ერთდროული მკურნალობა ან თირკმლის დაზიანების გამომწვევი პრეპარატების მიღების შედეგად განვითარებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:  უცნობი სიხშირის – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია.

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:  ძალიან იშვიათი – კანის  ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ეგზანთემა), ფოტომგრძნობელობის რეაქციები; უცნობი სიხშირის – კანის სერიოზული რეაქციები (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:  ხშირი – მეტაბოლური ალკალოზი, სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი (მაგალითად, ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია).

ნერვული სისტემის მხრივ:  ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;  უცნობი სიხშირის – ცერებრალური იშემია, პარესთეზია, ფსიქოზი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: უცნობი სიხშირის – მხედველობის დარღვევა.

სმენის და წონასწორობის ორგანოს მხრივ:  უცნობი სიხშირის – ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა.

გულის მხრივ:  უცნობი სიხშირის – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდია, სინკოპე, ჰიპოტონია.

სიხლძარღვების მხრივ:   უცნობი სიხშირის – ემბოლია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:  ხშირი – კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგალითად, მადის დაკარგვა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა); უცნობი სიხშირის – პირის სიმშრალე, პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათი – ღვიძლის ფერმენტების (მაგალითად, გამა-გლუტამილტრანსფერაზის მომატება) მომატება.

ჩონჩხის კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირი – კუნთების სპაზმი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირი – შარდის შეკავება, შარდის ბუშტის გაფართოება; იშვიათი – სისხლში შარდოვანის ზრდა, სისხლში კრეატინინის ზრდა.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე:  ხშირი – დაღლილობა, ასთენია.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირი – სისხლში შარდმჟავის დონის მომატება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, ლიპიდების შემცველობის ზრდა (მაგალითად, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება).

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია არსებული ჰიპოკალიემიის, ჰიპონატრიემიის, ჰიპოვოლემიის და შარდის გამოყოფის დარღვევის აღმოფხვრა.

ტორასემიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ელექტროლიტების ბალანსის, სისხლში გლუკოზის, შარდმჟავის, კრეატინინის და ლიპიდების დონის  რეგულარული კონტროლი.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ჰიპერურიკემიის და პოდაგრის განვითარებისადმი მიდრეკილი პაციენტები.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ აშკარა ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტი უნდა აკონტროლონ ნახშირწყლების მეტაბოლიზმი.

როგორც სხვა პრეპარატების, რომლებიც ცვლიან არტერიულ წნევას, ასევე ტორასემიდის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება, რომ არ მართონ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები თავბრუსხვევის ან მასთან დაკავშირებული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.

მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ გლუკოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობის, ლაპას ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა.

შარდის გამოყოფის გართულების, მათ შორის, პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში, არსებობს შარდის მწვავე შეკავების განვითარების მომატებული რისკი და საჭიროა სიფრთხილე და ჯეროვანი დაკვირვება.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე

როგორც სხვა პრეპარატების, რომლებიც ცვლიან არტერიულ წნევას, ასევე ტორასემიდის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მექანიზმები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ადამიანებში ემბრიონზე და ნაყოფზე ტორასემიდის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ტორასემიდის დედის რძეში გადასვლის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ტორასემიდის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ტორასემიდის საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას, კალიუმის ან მაგნიუმის დეფიციტის გამო, შესაძლოა მოიმატოს გულის კუნთის მგრძნობელობამ ამ პრეპარატების მიმართ. საფაღარათო საშუალებებთან, მინერალო- და გლუკოკორტიკოიდებთან ერთდროული გამოყენებისას, კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი იზრდება.

სხვა შარდმდენების მსგავსად, ტორასემიდი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტს.

ტორასემიდს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეუძლია ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების, პლატინის წარმოებულების ტოქსიკური ეფექტების, ცეფალოსპორინების ნეფროტოქსიკური ეფექტების და ლითიუმის კარდიო- და ნეიროტოქსიკური ეფექტის პოტენცირება.

ტორასემიდი აძლიერებს თეოფილინის  და კურარეს მსგავსი მიორელაქსანტების მოქმედებას.

მაღალი დოზებით სალიცილატებით მკურნალობისას, ტორასემიდმა შესაძლოა გააძლიეროს მათი ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ტორასემიდი ამცირებს დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორებით თანმიმდევრულმა ან კომბინირებულმა მკურნალობამ, ან ახალი ერთობლივი მკურნალობის დაწყებამ შესაძლოა

გამოიწვიოს ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია.  ეს შეიძლება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი აგფ ინჰიბიტორის საწყისი დოზის შემცირებით და/ან ტორასემიდის დოზის შემცირებით ან დროებით მოხსნით.

ტორასემიდმა შესაძლოა გამოიწვიოს პრესორული აგენტების, მაგალითად, ადრენალინის, ნორადრენალის მიმართ არტერიების მგრძნობელობის დაქვეითება.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (მაგალითად, ინდომეტაცინი) და პრობენეციდმა შესაძლოა შეასუსტონ ტორასემიდის დიურეზული და ჰიპოტენზიული ეფექტები.

ტორასემიდის და კოლესტირამინის ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი ადამიანებში, მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულმა  კვლევებმა აჩვენა, რომ კოლესტირამინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს პერორალური ტორასემიდის შეწოვა.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები:  ტიპური სიმპტომატიკა უცნობია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა ფორსირებული დიურეზი სითხის და ელექტროლიტების ჭარბი დაკარგვის რისკით, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ცნობიერების არევა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, სისხლის შესქელება, დეჰიდრატაცია და სიხლძარღვოვანი კოლაფსი. შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები.

მკურნალობა:  სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების სიმპტომების მიხედვით რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. უნდა მოხდეს  წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერზე.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია

„როტაფარმ ილაჩლარი ლიმიტედ შირკეტი“

(“ROTAPHARM İLAÇLARI LİMİTED ŞİRKETİ”, TURKEY).

წარმოებულია

 „ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No:50 Gunesli Bagcilar / Istanbul).

Facebook კომენტარები