ტორო–სანოველი გელი – TORO-sanovel gel – ТОРО-сановель гель

სამკურნალწამლო ფორმის აღწერა: 30გ გელი ტუბში.

შემადგენლობა:

1 გ

ნიმესულიდი ………… 10 მგ.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ნიმესულიდი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იგი შეიცავს სულფოანილიდის ჯგუფს, რაც განასხვავებს მას სხვა ანთებისსაწინაღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისაგან, რომლებიც შეიცავენ კარბოქსილის და ფენოლის რგოლს.
ნიმესულიდის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ფაგოციტოზსა და ჰემოსტაზზე ზემოქმედების გარეშე, იგი თრგუნავს ანთების დროს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ხელს უშლის ფერმენტ მიელოპეროქსიდაზას გამოთავისუფლებას.

ნიმესულიდი ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს კანიდან კუნთოვან ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში და განაპირობებს მათ შორის ბალანსის სწრაფ დამყარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

გელის გამოყენების შემდეგ Cmax (14–57,5 მგ/მლ) მიიღწევა 8 სთ–ის განმავლობაში. ადგილობრივი გამოყენებისას ნიმესულიდი 30 წთ–დან 8 სთ–მდე თანდათნობით გადადის სისხლის პლაზმაში.

ჩვენებები:

გელი ავლენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო  და ანალგეზიურ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს:

ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი და რბილი ქსოვილების სხვა ანთებითი დაავადებები;

რბილი ქსოვილების დაზიანებები, მათ შორის ამოვარდნილობა;

კუნთოვანი ქსოვილების და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ტკივილი, ანთება, კუნთოვანი დაჭიმულობა).

უკუჩვენებები:

ნიმესულიდის, აცეტილსალიცილის მჟავის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება). პრეპარატი უკუნაჩვენებია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ–წყლულოვანი დაზიანებების (მწვავე წყლული, განვითარებადი წყლული), კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, თირკმლის უკმარისობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გელის სახით დაიტანება მხოლოდ კანის დაზიანებულ უბანზე, ისე რომ არ მოხვდეს ღია ჭრილობაზე. ადგილობრივი რეაქციების განვითარებისას (კანის გაღიზიანება და სხვა) გელის გამოყენებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. თავიდან უნდა ავიცილოთ გელის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსზე, ან დაზიანებულ კანზე დერმატოზებისა და ინფექციური პროცესების დროს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი წყლით ჩამობანვა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის C კატეგორია: ორსულ ქალებში გელის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გელის გამოყენება არარეკომენდირებულია.

გამოყენება ბავშვებში:

გელის ეფექტურობა პედიატრიულ პრაქტიკაში დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება, ერითემა, გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი. ზოგჯერ აღინიშნება კანის უმნიშვნელო ცვლილებები პრეპარატის აპლიკაციის დატანის ადგილზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმრთეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებადსავარაუდოა.

გამოყენების წესი და დოზირება:

გამოიყენება გარეგანად. გელი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება; პროცედურა მეორდება 3–4–ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლიობა განისაზღვრება ინდივიდულაურად მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

ჭარბი დოზირება:

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებადსავარაუდოა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ზე ზემოთ.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

30გ გელი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ტუბში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

–არ გამოიყენება ექიმთან შეუთანხმებლად;

–პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას;

–შეინახეთ ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ., სტამბული.

Facebook კომენტარები