ტრავისილი ტაბლეტები – TRAVISIL LOZENGES – ТРАВИСИЛ ТАБЛЕТКИ

მწარმოებელი: PLETICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო მცენარეული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მცენარეული საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 8 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

Adhatoda Vasica ……………………..5მგ
Piper Longum ………………………..25მგ
Piper Nigrum ………………………….20 მგ
Zingiber Officinale …………………..12 მგ
Glycerrhiza Glabra ……………………10 მგ
Emblica Officinalis ……………………16 მგ
Curcuma Longa ………………………15 მგ
Acacia Catechu ……………………….17 მგ
Foeniculum Vulgar ……………………18 მგ
Ocimum Sanctum …………………….5 მგ
Terminalia Chebula ………………….5 მგ
Terminalia Belerica ………………….5 მგ
Alpinia Galanga ……………………….20 მგ
Abrus Precatorius Leaves ……………20 მგ
Menthol ………………………………..2 მგ

დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს სათანადო შეღებილ, არომატიზირებულ, კონსერვირებულ, ბუფერირებულ, სტაბილიზირებულს, და უვნებელ შაქრის ფუძეს q.s..

ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები გამოდის მანდარინის, ლიმონის, პიტნის და თაფლის გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხველისა და ყელის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება აგრილებს პირის ღრუს.

სამკურნალო მცენარეები და ბალხები შეიცავენ სუბსტანციებს, რომლებიც ცნობილია უძველესი დროიდან დღევანდლამდე თავიანთი სამკურნალო თვისებებით. ტრავისილის შემადგენლობა შემუშავებულია მრავალაწლიანი გამოცდილებისა და დიდი ცოდნის საფუძველზე, ცნობილია, როგორც სწავლება – “აიურვედა მეცნიერება სიცოცხლის შესახებ”, რომელიც წარმოადგენს ძველ სამედიცინო სისტემას, ფართოდ გამოყენებულს ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში.

ტრავისილი ტაბლეტები არის ეფექტური და სრულიად უსაფრთხო მცენარეული პრეპარატი ხველისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი ხველის შემთხვევაში. ტრავისილის თითოეული ბალახი საგულდაგულოდაა შერჩეული, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველაზე უფრო სრული ბალახოვანი შემადგენლობა ხველის მოსახსნელად.

ტრავისილის შემადგენლობაში შემავალი ბალახების კლინიკური უპირატესობანი:

მცენარეები, რომლებიც შედიან ტრავისილის შემადგენლობაში, ფართოდაა ცნობილი ანტისეპტიკური, მუკოლიზური, ამოსახველებელი, ხველისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტის არჩევა დასაბუთებულია შემდეგნაირად:

Adhatoda Vasica: აქვს ძლიერი ამოსახველებელი და ღებინების საწინაღმდეგო მოქმედება, ითვლება ყველაზე ძლიერ საშუალებად ხველისა და გაცივების, ყივანახველას დროს არსებული ხველის, ქრონიკული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ;

Piper Longum: დროით შემოწმებული საშუალება, ხელს უშლის ხველის წარმოქმნას შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით;

Piper Nigrum: აქვს ძლიერი ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებლი მოქმედება, აცილებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან;

Zingiber Officinale: ეფექტურია ქრონიკული, მორეციდივე და შეტევისმაგვარი ხველის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის;

Glycerrhiza Glabra: გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, ოფლმდენი საშუალება, ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ, ვინაიდან ამცირებს ხველით გაღიზიანებას;

Emblica Officinalis: ძლიერი ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება ბრონქიტის, სისხლიანი ხველის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ტუბერკულოზის შემთხვევაში, ასევე ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობით C ვიტამინის არსებობასთან;

Curcuma Longa: ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას. ეფექტურია ყველა ტიპის ხველისა და გაცივებითი დაავადებების სამკურნალოდ;

Acacia Catechu: პირის ღრუს გამაგრილებელი ბალახოვანი საშუალება, აქვს შესანიშნავი მთრიმლავი მოქმედება პირის ღრუს ლორწოვანის წყლულების შემთხვევაში. აცილებს და ხელს უშლის პირიდან უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მიზეზით.

Foeniculum Vulgare: სუნთქვის სტიმულატორი, აქვს ამოსახველებელი და ხველის საწინააღმდეო მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებს, ასევე გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების დროს;

Ocimum Sanctum: ითვლება აიურვედის საშუალებების ფუძემდებლად, აქვს ძლიერი ხველისა და გაცივების საწინააღმდეგო ეფექტი. ავლენს ამოსახველებლ მოქმედებას, გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, ციებ-ცხელებისა და კუჭის აშლილობის დროს;

Terminalia Chebula: ეფექტურია ქრონიკული ხველის დროს, გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულებისა და საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში;

Terminalia Belerica: აქვს ძლიერი მოქმედება მწვავე და ქრონიკული ხველის არსებობისას, ბრონქიტის, ფარინგიტისა და გაცივებითი დაავადებების დროს;

Terminalia Beleric : აქვს ძლიერი არომატული გემო და ახასიათებს გამოხატული გაცივებისა და ხველის საწინააღმდეგო მოქმედება;

Abrus Precatorius ის ფოთლები: ეფექტური მცენარეული საშუალება სასუნთქი გზებისა და სახმო იოგების სხვადასხვა მოშლილობების დროს, აქვს ასევე გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას;

Menthol: ეფექტური ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ამოსახველებელი მოქმედება, არის პირის ღრუს შესანიშნავი გამაგრილებელი, სწრაფად და დიდი ხნით აცილებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

ჩვენებები:

ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება მშრალი და ნახველიანი ხველის სამკურნალოდ, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს არსებული და მწეველთა ხველის შემთხვევაში. გარდა ამისა, ტრავისილი ამსუბუქებს ყელის ტკივილს და არის პირის ღრუს შესანიშნავი გამაგრილებელი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მიღების წესი: ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს პირის ღრუში სრულ გახსნამდე. სასიამოვნო არომატის მქონე ტაბლეტის ნელი წუწვნა უზრუნველყოფს ბალახოვანი ექსტრაქტების ხველის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ მოქმედებას.

უკუჩვენებები:

მცენარეული შემადგენლობისა და ბუნებრივი წარმოშობის გამო ტრავისილის საწუწნი ტაბლეტები არ იწვევენ არასასურველ  გვერდით მოვლენებს. თუმცა, სასიამოვნო არომატისა და შესანიშნავი გამაგრილებელი გემოს გამო, ბავშვები ღებულობენ ტაბლეტებს მეტისმეტად ხშირად. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები