ტრამალი – TRAMAL – ТРАМАЛ

საერთაშორისო დასახელება:

TRAMADOL

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ტრამადოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეტიკური ოპიოიდური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………    50 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ტრამადოლის ჰიდროქლორიდი …………   50 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ოპიოიდური სინთეტიკური ანალგეტიკი, ახასიათებს ცენტრალური მოქმედება, მოქმედება ზურგის ტვინზე (უზრუნველყოფს K+ და Ca2+ არხების გახსნას, იწვევს მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ამუხრუჭებს ტკივილის იმპულსების გატარებას), აძლიერებს სედატიური სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. ააქტივებს ოპიატურ რეცეპტორებს ნოციცეპტური სისტემის აფერენტული ბოჭკოების   პრე– და პოსტსინაფსური მემბრანებისას თავის ტვინში და კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. ანელებს კატაქოლამინების რღვევას, ასტაბილურებს ცნს–ში მათ კონცენტრაციას. წარმოადგენს 2 ენანთიომერისგან შემდგარ რაცემულ ნარევს – მარჯვნივმბრუნავი(+) და მარცხნივმბრუნავი (–).

(+)ტრამადოლი წარმოადგენს სელექტიურ აგონისტს მიუ–ოპიოიდური რეცეპტორებისა, ასევე შერჩევითად ამუხრუჭებს სეროტონინის შექცევად ნეირონალურ მიტცებას.

(–)ტრმადოლი ამუხრუჭბს ნორადრენალინის შექცევად ნეირონალურ მიტაცებას. მონო–0–დეზმეთილტრამადოლი (M1 მეტაბოლიტი) ასევე სელექტიურად ასტიმულირებს მიუ–ოპიატურ რეცეპტორებს . ტრამადოლის სწრაფვა ოპიოიდური რეცეპტორებისადმი 10–ჯერ სუსტია, ვიდრე კოდეინის, და 6000–ჯერ სუსტია, ვიდრე მორფინის. ანალგეზიური მოქმედების გამოხატულება 5–10–ჯერ სუსტია მორფინზე. ანალგეტიკური ეფექტი განპირობებულია ნოციცეპტური აქტიობის დაქვეითებით და ორგანიზმის ანტონოციცეპტური სისტემის გაზრდით. თერაპიულ დოზებში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ჰემოდინამიკაზე და სუნთქვაზე, ფილტვის არტერიაში არ ცვლის წნევას, უმნიშვნელოდ ანელებს ნაწლავის პერისტალტიკას, ისე რომ არ იწვევს ამ დროს ყაბზობას. ახდენს გარკვეულწილად ხველის საწინააღმდეგო და სედატიურ მოქმედებას. თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, აღაგზნებს ღებინების ცენტრის გამშვებ ზონას, თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვს. გახანგრძლივებული მიღებისას შესაძებელია ტოლერანტობის განვითარება. ანალგეზიური მოქმედება ვითარდება მიღებიდან  15–30 წთ–ში და გრძელდება 6 საათს.

ჩვენებები:

  • ტკივილის სინდრომი (საშუალო და ძლიერი ინტენსიობის, მათ შორის, ანათებითი, ტრავმატული, სისხლძარღვოვანი წარმოშობის).
  • გაუტკივარება მტკივნეული სადიაგნოსტო და თერაპიული მანიპულაციებისას.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში, ვენაში, პერორალურად, რექტალურად.

პერორალურად: ერთჯერადად მისაღებად მოზრდილებში და ბავშვებში

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  – 0.05გ (ტაბლეტები, კაფსულები) მცირე რაოდენობით წყალთან ერთად და 20 წვეთი ხსნარი შიგნით მისაღებად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად ან შაქარზე. 30–60 წუთში  მიღება შეიძლება განმეორდეს იგივე დოზით, მაგრამ არა უმეტეს 8 დოზისა დღეში.

ტაბლეტები რეტარდი – 100–200 მგ ყოველ 12 საათში. სადღეღამისო დოზა – 0.4 გ (გამონაკლის შემთხვევებში მაგალითად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, შესაძლებელია ინტერვალის შემოკლებით 6 საათამდე და სადღეღამისო დოზის გაზრდით).

რექტალურად – 0.1 გ. მიღების ჯერადობა – 4–ჯერ დღეში.

ვენაში ნელა, კანქვეშ ან კუნთში: 0.05–0.1გ. თუ ეფექტი არასაკმარისია, მაშინ ვენაში შეყვანიდან 20–30წთ–ის შემდეგ შეიძლება ინფუზიის გაგრძელება 12მგ/სთ სიჩქარით ან დამატებით ინიშნება შინაგანად. ჯამური დღეღამური დოზა – 0.4გ.

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – შიგნით, მხოლოდ წვეთები ან პარენტერალურად (ვენაში, კუნთში, კანქვეშ),  დოზით 1–2მგ/კგ. დღეღამური დოზა – 4–8მგ/კგ (1 წვეთი – 2.5მგ).

ხანდაზმულებში და ავადმყოფებში ღვიძლის უკამრისობით აუცილებელია ინდივიდუალური დოზრება (შესაძლებელია T1/2 გახანგრძლივება). როცა კკ

უკუჩვენებები;

* ჰიპერმგრძნობელობა;

* მდგომარეობები მიმდინარე სუნთქვის დათრგუნვით ან ცნს–ის დათრგუნვით;

* მოწამვლა (ალკოჰოლით, საძილე საშუალებებით, ნარკოტიკული ანალგეტიკებით და სხვა ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებებით);

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ხანგრძლივი მიღებისას);

* ბავშვთა ასაკი (1 წლამდე – პარენტერალური შეყვანისათვის; 14 წლამდე – შიგნით მისაღებად);

* მაო–ს ინჰიბიტორების მიღება, ღვიძლისა და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ

სიფრთხილით: ნარკომანია, გონების არევა, ქალასშიგა ჰიპერტენზია, ქალა ტვინის ტრავმა, ეპილეპტიური სინდრომი (ცერებრალური გენეზის), მუცლის ღრუში უცნობი გენეზის  ტკივილის ფონზე.

გვერდითი მოქმედება:

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი სისუსტე, მომატებული დაღლილობა, შეკავებულობა, ცნს–ის პარადოქსალური სტიმულაცია (ნერვოზულობა, აჟიტაცია, შფოთი, ტრემორი, კუნთბის სპაზმი, ეიფორია, ემოციონალური ლაბილობა, ჰალუცინაციები), ძილიანობა, ძილის დარღვევა, გონების არევა, მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვა (ვენაში მაღლი დოზით შეყვანისას ან ანტიპსიქოტური საშუალებების (ნეიროლეპტიკები) ერთდროული დანიშვნისას), დეპრესია, ამნეზია, კოგნიტური ფუნქციის დაღვევისას, პარესთეზიები, არამყარი სირული.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. მუცელში ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ყლაპვის გაძნელება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაციის გამოვლენა – ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულისწასვლა, კოლაფსი.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზანთემა, ბულოზური გამონაყარი.

საშარდე სისტემის მხრივ: გაძნელებული შარდის გამოყოფა, დიზურია, შარდის შეკავება.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: დარღვევა მხედველობის, გემოვნების.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

სხვა: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ხანგრძლივი მოხმარებისას: – წამლისმიერი დამოკიდებულება.

მკვეთრი შეწყვეტისას – „მოხსნის“ სინდრომი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მიოზი, ღებინება, კოლაფსი, კომა, კრუნჩხვა, სუნთქვის ცენტრის დეპრესია, აპნოე.

მკურნალობა: სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება. ოპიატისმაგვარი ეფექტი კუპირებული შეიძლება იყოს ნალოქსონით, კრუნჩხვა – ბენზოდიაზეპინით.

განსაკუთრებული მითითებები:

არ გამოიყენაბა ნარკოტიკების “მოხსნის“ სინდრომის დროს. არ შეიძლება ერთდროულად ეთანოლის მიღება. ერთჯერადი მიღებისას არ არის აუცილებლობა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისას და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას სიფრთხილის დაცვა.

ურთიერთქმედება:

ფარმაცევტულად შეუთავსებელია დიკლოფენაკის ხსნართან, ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან, დიაზეპამთან, ფლუნიტრაზეპამთან, ნიტროგლიცერინთან. აძლიერებს ცნს–ზე დამთრგუნველად მოქმედი სამკურნალო საშუალებების და ეთანოლის მოქმედებას, ოპიოიდური ანალგეტიკებისა და ბარბიტურატების ხანგრძლივი მიღება ასტიმულირებს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას.

ანქსიოლიტიკები ამაღლებენ ანალგეზიური ეფექტს; ანესთეზიის ხანგრძლიობა იზრდება ბარბიტურატებთან კომბინაციით. ნალოქსინი ააქტივებს სუნთქვას, მაო–ს ინჰიბიტორი, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები) ზრდიან კრუნჩხვის განვითარების რისკს (კრუნჩხვის ზღურბლის დაწევა).

ქინიდინი ამაღლებს პლაზმურ კონცენტრაციას ტრამადოლისას და აქვეითებს M1 მეტაბოლიტისას იზოფერმენტ CYP2D6–ის კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე.

Facebook კომენტარები