Aviabiltebi

ტრიფასი 20 20მგ 4მლ #5ა

ტრიფასი

აქტიური ნივთიერება – ტორასემიდი, კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერი მოქმედების მარყუჟოვანი შარდმდენი საშუალება.

1.  ტრიფასი 10, 30 ტაბლეტი
2.  ტრიფასი 20/4 მლ, 5 ამპულა

ტრიფასი 10 ჩვენება:  გამოიყენება გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპების და/ან სხეულის ღრუებში გამონაჟონის მკურნალობის და რეციდივის პროფილაქტიკისთვის.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დოზა: 1/2 ტაბლეტი დღეში, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად ან შეშუპების გამოხატულების შემცირებამდე.

ტრიფასი 10 იწვევს ფუნქციურ გაუმჯობესებას და სიკვდილობის შემცირებას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სხვა შარდმდენებთან შედარებით.

ტრიფასი 20/4 მლ არის საქართველოში დარეგისტრირებული ტორასემიდის პირველი საინექციო ფორმა.

ჩვენება: კარდიული შეშუპების და/ან სხეულის ღრუებში გამონაჟონის მკურნალობა ინტრავენური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, (მაგალითად, გულის მწვავე უკმარისობით გამოწვეული ფილტვების შეშუპება). ტრიფასი 20 გამოიყენება ნელი, ინტრავენური ინექციისთვის. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტხანს.

დოზირება და მიღების წესი: გულის უკმარისობასაწყისი დოზა 2 მლ დღეში; არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში 4 მლ ერჯერადად, არასაკმარისი ეფექტისას 8 მლ ინტრავენურად დღე-ღამეში, არაუმეტეს 3 დღისა.

ფილტვების მწვავე შეშუპება: საწყისი დოზა: 4 მლ ერთჯერადა ი/ვ, არასაკმარისი ეფექტისას განმეორებითი შეყვანა შეიძლება 30 წთ ინტერვალით, მაქსიმალური დოზა 24 საათის განმავლობაში 20 მლ.

Facebook კომენტარები