Aviabiltebi

ულცეტიდი 40მგ #30ტ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 45,150 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს, რომელიც 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი (E965), კროსპოვიდონი (B ტიპის), ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, კალციუმის სტეარატი. გარსი – 1. პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, სოიოს ლეციტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ნატრიუმის კარბონატი უწყლო. გარსი – 2: პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, სოიოს ლეციტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172). ნაწლავში ხსნადი გარსი: მეთაკრილის მჟავა – ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტრიეთილ ციტრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

ჩვენებები: რეფლუქს ეზოფაგიტი, კუჭის წყლული და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, Helicobacter pylori-ს ერადიკაცია, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და კუჭის სეკრეციის მომატებასთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.
დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა და გატეხვა, მისი მიღება ხდება მთლიანად, წამამდე 1 საათით ადრე წყლის მიყოლებით. პრეპარტი მიიღება როგორც წესი საუზმის წინ. დღეში ორჯერ, მეორე მიღება რეკომენდებულია საღამოს ჭამის წინ. მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან: რეფლუქს ეზოფაგიტი – დღიური დოზაა 40 მგ. ინდივიდუალურ შემთხვევებში აუცილებლობის დროს დოზა უნდა გაიზარდოს 80 მგ-მდე. სიმპტომების შემსუბუქება შეინიშნება 2-4 კვირაში. მკურნლობის კურსია 4-8 კვირა. მოზრდილები: კუჭის წყლული და 12-გოჯა ნაწლავის წყლული – 40-80 მგ დღეში. მკურნალობის კურსია 2 კვირა 12-გოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავებისას, 4-8 კვირა კუჭის წყლულის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. Helicobacter pylori-ს ერადიკაცია (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში) – რეკომენდებული დოზაა 40 მგ 2-ჯერ დღეში ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში. როგორც წესი კურსი მოიცავს 7-14 დღეს. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და კუჭის სეკრეციის მომატებასთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიური მდგომარეობები – რეკომენდებული საწყისი დოზა პანტოპრაზოლით ხაგრძლივი მკურნალობისას არის 80 მგ დღეში გაყოფილი 2 დოზად. შესაბამისად, დღიური დოზის ტიტრირება შესაძლებელია კუჭის სეკრეციის საწყისი დოზის მიხედვით. დღიური დოზის დროებით მომატება 160 მგ-ზე მეტად შესაძლებელია კუჭის სეკრეციის ადექვატური კონტროლისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევისას პანტოპრაზოლის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 20 მგ დღეში და საჭიროა ღვიძლის ფერმენტების რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით პანტოპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობისას. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. ხანდაზმულებში, რომლებიც იტარებენ Helicobacter pylori-ს ერადიკაციის თერაპიას, თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს.

გვერდითი მოვლენები: ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება, ლიპიდების დონის მომატება სისხლში; სხეულის წონის ცვლილება. თავრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაბუნდოვნება. ძილის დარღვევა, დეპრესია, დეზორიენტაცია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გამონაყარი ან ეგზანთემა, ქავილი. ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქტიკური რეაქციები და ანაფილაქტიკური შოკი. ასთენია, დაღლილობა და უგუნებობა. სხეულის ტემპერატურის მომატება, პერიფერული შეშუპება.

უკუჩვენებები: პანტოპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ნევროზული დისპეფსია; 12 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი – ერთდროული მიღებისას მცირდება მათი შეწოვა. პაციენტებში კუმარინული ანტიკოაგულანტების მაგ. ფენპროკუნომი ან ვარფარინი, მიღებისას პროთრომბინის დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული წილის მონიტორნგი რეკომენდებულია პანტოპრაზოლის მიღების დაწყების, შეწყვეტის ან არარეგულარული გამოყენებისას. ატაზანავირის და სხვა აივ მედიკამენტების ერთდროული დანიშვნა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, იწვევს მოცემული აივ მედიკამენტების ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვან შესუსტებას და მათი ეფექტურობის შესუსტებას. ამიტომ, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ატაზანავირთან ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები: ნებისმიერი სახის საგანგაშო სიმპტომის არსებობისას, მაგ. წონაში მნიშვნელოვნად უჩვეულოდ მომატება, მორეციდივე ღებინება, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება, ანემია ან უგუნებობა, როდესაც კუჭის წყლულზე არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია, უნდა მოხდეს სიმსივნის გამორიცხვა, ვინაიდან პანტოპარზოლით მკურნალობამ შესაძლოა შენიღბოს სიმპტომები და შეაყოვნოს დიაგნოსტირება. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მქონე პაციენტებში და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების დროს, რაც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, სხვა მჟავა-მაბლოკირებელი პრეპარატების მსგავსად პანტოპრაზოლს შეუძლია შეასუსტოს ვიტამინი B12-ის შეწოვა. ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს მაგნიუმის დონის შემცირება სისხლში. ჰიპომაგნიუმიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია შესაძლოა განვითარდეს, მაგრამ შესაძლოა დაიწყოს შეუმჩნევლად. მაღალი რისკის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს მაგნიუმის დონის მონიტორინგი. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, განსაკუთრებით თუ მკურნალობის პერიოდი აჭრბებს წელიწადს, საჭიროა პაციენტზე რეგულარული დაკვირვება. პანტოპრაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიების რაოდენობის ზრდა. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მრავალჯერადი დოზების მიღებისას ხანგრძლივი პერიოდით, შესაძლებელია აღინიშნოს ბარძაყის ძვლის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა. გასტროზოლი შეიცავს მალტიტოლს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით – ფრუქტოზას აუტანლობით, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი. გასტროზოლი შეიცავს ლეციტინს წარმოებულს სოიოს ზეთისგან. თუ პაციენტს აქვს ალერგია სოიოს ან არაქისის მიმართ, არ უნდა მიიღოს ეს პრეპარატი

ორსულობა და ლაქტაცია: გასტროზოლის მიღება დაუშვებელია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს თუ არ არსებობს ამის დადასტურებული აუცილებლობა, რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თვაბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა შესაძლოა განვითარდეს. მსგავს შემთხვევაში, მკურნალობის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ავტოტრანსპორტის მართვას და პოტენციურად საშიშ საქმიანობას, რაც საჭიროებს მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში თერაპია სიმპტომური და შემანარჩუნებელია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული გასტრორეზისტენტული ტაბლეტები. #10 ტაბლეტი ალუ-ალუ ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჯი ეი ფარასევტიკალს ლტდ, ინდუსტრიული ზონა „ჩეკანიცა საუზი“ არეა, 2140, ბოტევგარდი, ბულგარეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: გენერიკონ ფარმა გესელშაფტ მ.ბ.ჰ; A-8054, გრაც, ავსტრია. ელ.ფოსტა: [email protected]

Facebook კომენტარები