ფიტოლიზინის 100გ პასტა

HERBAPOL, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
G04BD

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შინაგანად მისაღები პასტა: ალუმინის ტუბში 100 გ
1 გ
ფორთოხლის ზეთი . . . . . . . . . . 0.15გ
სალბის ზეთი . . . . . . . . . . . . .  1.0გ
ბაღის პიტნის ზეთი . . . . . . . . . . 0.5გ
ფიჭვის ზეთი . . . . . . . . . . . . . . .0.2გ
შემდეგი სამკურნალო მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი:
ოქროწკეპლა, მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი მატიტელა, ჭანგის ძირი, ხახვის ფურცლები, არყის ხის ფოთლები,  ულუმბოს თესლები,  ოხრახუშის ფესვები,  ცისკარას ფესვი  – 67.2.
დამხმარე ნივთიერებები:
აგარი . . . . . . . . . . . .  1.2 გ
ნიპაგინ A . . . . . . . . . . . . . . .  0.2 გ
ხორბლის სახამებელი. . .  2.3 გ
ვანილინი . . . . . . . . . . 0.0004
გლიცერინი 100 გ-მდე.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მცენარეული წარმოშობის დიურეზული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფიტოლიზინი ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ქვიშის და მცირე ზომის კომპონენტების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს შარდის მინერალური კომპონენტების  კრისტალიზაციას.

ჩვენებები

საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნეფროუროლითიაზი (კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში ინიშნება 1 ჩაის კოვზი პასტა, გახსნილი 1/2 თბილ, დამტკბარ წყალში, 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები ზოგჯერ – გულისრევა. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გლომერულონეფრიტი, ფოსფატური უროლითიაზი, 18 წლამდე ასაკის მოზარდები.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
HERBAPOL
Facebook კომენტარები