ფოტილი 20მგ/6.84მგ 5მლ ფლ

ფოტილი
  

სავაჭრო სახელწოდება: ფოტილი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი, თიმოლოლის მალეატი

წამლის ფორმა და დანიშნულება:
თვალის წვეთები

აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხნარი.

შემცველობა:
აქტიური ნივთიერებები: პილოკარპინის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ, თიმოლოლის მალეატი თიმოლოლზე გადათვლით – 5 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1 მგ/მლ, ლიმონის მჟავა (მონოჰიდრატი), ნატრიუმის ციტრატი, ჰიპრომელოზა, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება
M – ქოლინომიმეტიკი + ბეტა – ადრენობლოკატორი

კოდი ATX: S01ED51

მიღების ჩვენებები:
ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა, გლაუკომა აფაკიის დროს, მეორადი გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება თვალზე ოპერაციის შემდეგ. 

უკუჩვენება:
ბრონქიალური ასთმა და ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადა, თვალის სისხლძარღოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, კარდიოგენური შოკი აგრეთვე ცნობილი მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ბადურის ჩამოცლის მქონე თვალებში აგრეთვე ახლომხედველობით დაავადებულ ახალგაზრდებში, ტვინის სისხლის მიმოქცევის მქონე ავადმყოფებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ოპერაციის წინ ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით. არ გამოიყენება ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება
ფოტილი -ის  1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-ჯერ. 
თუ აღნიშნული დოზირებით არ ხდება თვალშიდა წნევის კომპენსირება (4 კვირის შემდეგ), შეიძლება მოხდეს ფოტილი ფორტეს თითო წვეთის ჩაწვეთება დღეში 2-ჯერ. 

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ფოტილი და ფოტილი ფორტე ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე წვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე, ქუთუთოების დერმატიტი, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება,  მხედველობის დაქვეითება, „მშრალი“ თვალის სინდრომი, სიბნელისადმი ადაპტაციის დარღვევა, ცრემლდენა და თვალის გუგის დავიწროება. ფოტილი და ფოტილი ფორტემ შეიძლება გამოიწვიონ თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება და არტერიული წნევის დაქვეითება, მომატებული ნერწყვდენა, გულის რითმის დარღვევა და თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები. პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ქავილი და გამონაყარი სახეზე.
თუ გვერდითი მოქმედება არ წყდება და გამოვლინდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს.  

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომებს განეკუთვნება  გულის შეკუმშვის სიხშირის შენელება, არტერიული წნევის დაწევა, ბრონქოსპაზმი და გულის უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
თუ თქვენ იღებთ ინსულინს ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია აღნიშნული საშუალებების თვალის წვეთებთან ფოტილი და ფოტილი ფორტესთან შეთავსების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები
სხვა გლაუკომის საწინააღმდეგო თვალის წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ დაიწყება თერაპია ფოტილით ან ფოტილი ფორტეთი. გულის, ფილტვების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის თვალის წვეთების ფოტილი და ფოტილი ფორტეს მიღებისას საჭიროა სიფრთხილე და რეგულარული კონსულტაციები ექიმთან.

კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ფოტილი და ფოტილი ფორტე კონსერვანტის სახით შეიცავენ ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
თვალის წვეთებმა ფოტილი და ფოტილი ფორტემ შეიძლება გამოიწვიონ შორ მანძილზე მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, განსაკუთრებით სიბნელეში. ეს გასათვალისწინებელია ავტომობილით მართვის დროს, სიბნელეში ან არასაკმარისად განათებულ ოთახში. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი ნაყოფისათვის პოტენციურ რისკზე უფრო მაღალია. თუ თქვენ ორსულად ხართ და გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, საჭიროა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები გამჭვირვალე 5 მლ. პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში.
ყოველ ფლაკონ-საწვეთურს ათავსებენ მუყაოს ყუთში პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკლონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ.

შენახვის პირობები:
სია ბ. 
+2 …  +8ºC ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გახსნილი ფლაკონი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25ºC)

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
Santen Oy / სს „სანტენ“
ნიიტტიჰაანკატუ 20
33720 ტამპერე
ფინეთი

Facebook კომენტარები