ქალმი 250მლ ბალზამი

ქალმი ბალზამი

მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ბიოლოგიურად აქტიური  დანამატი

 

მოცულობა 250 მლ

 

გამოყენება:

კომბინირებული შემადგენლობის მცენარეული სამკურნალო ბალზამი. აუმჯობესებს განწყობას და სულიერ მდგომარეობას. ხელს უწყობს რელაქსაციას დაძაბული დღის ბოლოს და ჯანსაღ ძილს.

 

გამოყენების წესი: 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში  – 1 ჩაის კოვზი  1- ჯერ

დღეში, მოზრდილებში – 1-2 სუფრის კოვზი 1- ჯერ დღეში.

 

შემადგენლობა: შტოშის წვენი, ქაფურას ექსტრაქტი, კუნელის ექსტრაქტი, შავბალახას ექსტრაქტი, კრაზანას ექსტრაქტი, სვიის ექსტრაქტი, ბარამბოს ექსტრაქტი, შაქარი, თაფლი, კატაბალახას ექსტრაქტი.

 

 

 შტოშის  წვენი შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ანტიოქსიდანტებს. C- ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო შტოშის წვენი გამოიყენება გაციების დროს გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად, აგრეთვე გაციების პროფილაქტიკისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სიცხის დამწევი თვისებები.

 

ქაფურას ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, ხსნის ტკივილს და სპაზმს, არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აჩერებს სისხლდენას და წმენდს ორგანიზმს.

 

კუნელს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოვებს სისხლძარღვებს (აგრეთვე ამაგრებს წვრილი სისხლძარღვების – კაპილარების კედლებს, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას და მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას, გულის მუშაობის უნარს; ამცირებს ქოშინს და დაღლილობას. გამოიყენება სტრესული სიტუაციების და გულის ნევროზის დროს, ამცირებს მოჭერის და ტკივილის შეგრძნებას გულის არეში.

 

შავბალახას აქვს დამამშვიდებელი, ანტიდეპრესიული თვისებები, ამაგრებს გულის კუნთს, არეგულირებს გულის მუშაობას და ამცირებს არტერიულ წნევას. გამოიყენება ცნს-ის დასამშვიდებლად სტრესული სიტუაციების დროს და ძილის მოსაწესრიგებლად.

 

კრაზანას აქვს ძლიერი ანტიდეპრესიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ახდენს ქსოვილების რეგენერაციას, აქვს სედაციური ეფექტი, ხსნის მოუსვენრობას, აუმჯობესებს განწყობას და ძილის ხარისხს.

 

სვია ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები. აქვს სედაციური ეფექტი, ხსნის აგზნებას და სტრესს, ეხმარება ემოციურ და ფიზიკურ მოდუნებაში, ხელს უწყობს ჩაძინებას და ჯანსაღ ძილს.

 

ბარამბოსთვის დამახასიათებელია დამამშვიდებელი, ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური, სისხლის წნევის დამწევი მოქმედება, უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს, აუმჯობესებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, ამაღლებს განწყობას. ბარამბოს ექსტრაქტი  ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას, უძილობას. ამაგრებს ნერვულ სისტემას და ხსნის დეპრესიას. ამცირებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის აგზნებას, ხსნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სპაზმს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ხსნის სპაზმს.

 

კატაბალახას ექსტრაქტი ამცირებს აგზნებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. ხსნის შიშს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ხსნის კუჭ-ნაწლავის სპაზმს. არეგულირებს კუჭის, ნაწლავების და ნაღვლის ბუშტის სეკრეციას, აფართოვებს სისხლძარღვებს.

 

 

შაქარი – ნახშირწყალი, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის უზრუნველყოფა აუცილებელი ენერგიით. ის გამოიყენება როგორც დამატკბობელი და კონსერვანტი.

 

თაფლი – ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც გამოიყენება როგორც ორგანიზმის ძალების აღსადგენად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ.

  

ძლიერ და გახანგრძლივებულ სტრესს შეუძლია ორგანიზმის და ტვინის სერიოზული დაზიანება. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ემოციური, ქცევითი და სხვა სახის დარღვევები. ამ დარღვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა, ნატურალური მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები.

 

ქალმის ბალზამი არის ეფექტური მცენარეული კომბინაცია დამამშვიდებელი  და ძილის მოწესრიგების ეფექტით ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან და მოზრდილებისთვის.

 

შტოშის წვენის ბაზაზე დამზადებული პრეპარატი არაჩვეულებრივი გემოთი ხასიათდება. შეიცავს 1,2%-მდე ეთილის სპირტს. კონსერვანტი – ნატრიუმის ბენზოატი.

 

გამოიყენება:

ბავშვებში 3 წლის ასაკიდან;

პუბერტულ პერიოდში;

სტუდენტებში გამოცდების პერიოდში დასამშვიდებლად და კონცენტრირებისთვის;

მოზრდილებში დღის განმავლობაში სტრესის დროს;

ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც აქვს პრობლემები ჩაძინების და ჯანსაღი ძილის მხრივ.

 

არ გამოიყენება პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. შაქრის შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

 

არ გამოიყენება სრულფასოვანი, ბალანსირებული საკვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში არაუმეტეს 2 თვისა.

პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ნალექს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

 

მწარმოებელი ”Silvanols”, ლატვია.

დისტრიბუტორი: შპს ”ავერსი-ფარმა”

www.aversi.ge

2 967 227;  2 900 800

Facebook კომენტარები

Vairkoseti