შელფერუმი #30ტ

შელფერუმი SHELLFERRUM

შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი – 360 მგ
ვიტმინი-B 6  4,0 მგ
ვიტამინი C – 80 მგ
ფოლის მჟავა – 300 მკგ
ვიტამინი B12 – 15 მკგ სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული  ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
კომბინირებული პრეპარატი. რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe)დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (Hბ)შემადგენლობაში. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.

ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.

ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებაში: მონაწილეობას ღებულობს პურინის და პირიმიდინის ფუძეების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ერითროპოეზის პროცესისათვის, აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12 აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს  ორგანიზმში პროტეინების სინთეზს  და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას. 
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს  სისხლის შედედებას, დამჟავება – აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის და ნორმობლასტების განვითარებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადსხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• ფოლიუმის მჟავის დეფიციტი.

 სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთაასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოყენების წესი და დოზირება:
შელფერუმი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობა – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსი HB-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ  1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. 
გამოშვების ფორმა: შელფერუმი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოსკოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია“SHELBY PHARMA” დიდი ბრიტანეთი.

MANUFACTURED BY

Gricar Chemical S.r.l

Via San Giuseppe 18/20,

Brugherio (MB) ITALY

Facebook კომენტარები

Vairkoseti