ცედექსი – CEDAX – ЦЕДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFTIBUTEN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ცეფტიბუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკის პერორალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 5 ც.

1 კაფს.

ცეფტიბუტინი ………….  400 მგ

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მლ, შეფუთვაში საზომ კოვზთან კომპლექტში.

1 მლ

ცეფტიბუტენი …………    36 მგ

ცედექსის სუსპენზია არომატიზირებულია ალუბლის სიროფით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ცედექსი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ. ცედექსის მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით. მიკრობულ უჯრედზე ის მოქმედებს ბაქტერიოციდულად. შტამები რომლებიც მდგრადნი არიან პენიცილინებისადმი, შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ცედექსის მიმართ.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფარინგიტი, ტონზილიტი, ქუნთრუშა მოზრდილებში და ბავშვებში, მწვავე სინუსიტი მოზრდილებში, შუა ყურის ანთება ბავშვებში;
  • ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები. მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და მწვავე პნევმონია პაციენტებში, რომლებშიც შესაძლებელია პერორალური თერაპიის ჩატარება;
  • გართულებული და გაურთულებელი საშარდე ტრაქტის ინფექციების დროს ბავშვებში და მოზარდებში;
  • ენტერიტები და გასტროენტერიტები, რომლებიც გამოწვეულია Salmonella, Shigella ან E. coli-ით.

მიღების წესი და დოზირება:

ცედექსით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. ინფექციებისათვის, რომელთაც იწვევს Str. pyrogenes ცედესის თერაპიული დოზა ინიშნება არანაკლებ 10 დღის ხანგრძლივობით.

მოზრდილებში:

ცედექსის რეკომენდებული დოზაა – ერთი კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, როგორც ჭამის შემდეგ, ასევე ჭამის წინ.

მწვავე სინუსიტის, მწვავე ბრონქიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი დაავადებების დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღეში.

პნევმონიან ვადმყოფებში ცედექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ 2-ჯერ დღეში.

გამოყენება პედიატრიული პრაქტიკაში:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 9 მგ/კგ პერორალურ სუსპენზიას დღეში (მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მგ დღეში). ეს დოზა ინიშნება ერთხელ დღეში შემდეგი ჩვენებით:

  • ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე ბრონქიტი, შუა ყურის ანთება, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მწვავე ენტერიტის სამკურნალოდ ბავშვებში საერთო დღიური დოზა შეადგენს 4,5 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 10 წელზე მეტი ასაკის და 45 კგ-ზე მეტი წონით რეკომენდებულია მოზარდის დოზის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. უფრო იშვიათად აღინიშნება დისპეფსია, გასტრიტი, პირღებინება, მუცლის ტკივილი და შუილი ყურებში.

ძალიან იშვიათად მოვლენების უმრავლესობა ექვემდებარება სიმპტომატურ მკურნალობას ან ქრება ცედექსით თერაპიის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* ცედექსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ახალშობილზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.

ბავშვებში 6 თვემდე არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხობა და ეფექტურობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ საჭიროა ცედექსის დოზის კორეგირება თირკმელების უკმარსობიან ავადმყოფებში და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე.

◄ სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით;

◄ განსაკუთრებით სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება ალერგია პენიცილინების მიმართ.

როდესაც აღინიშნება ალერგიული რეაქცია ცედექსზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს არ აღინიშნება ტოქსიკური მოვლენები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კუჭის ამორეცხვა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შესაძლებელია ცედექსის ორგანიზმიდან ელიმინაცია ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესწავლილია ცედექსის, ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან, რანიტიდინთან და ინტრავენურ თეოფილინთან ურთიერთქმედება, რის შედეგადაც დადგენილ იქნა, რომ ცედექსს არ ახასიათებს მათთან შეუთავსებლობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპრატურაზე. განზავებული სუსპენზია ინახება 2-8C ტემპრატურაზე 14 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti