ცინკევალინი(თუთია)15მგ #30ტ

შემადგენლობა

თუთიის გლუკონატი 15მგ

 

მოქმედების მექანიზმი

თუთია გვხვდება ყველა უჯრედში და ორგანიზმში ყველა სხვა ელემენტზე უფრო ხშირად გვევლინება ფერმენტების კოფაქტორად. იგი ჩართულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების და დნმ-ის სინთეზში, ძვლის მეტაბოლიზმსა და ანტიოქსიდაციურ სისტემებში

თუთია აუცილებელია ბიომემბრანების და ყველა ქსოვილის სინთეზისთვის. იგი დნმ-ის ტრანსკლიფციული ფაქტორის შემადგენელი ნაწილია.

თუთია აუცილებელა იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის.

თუთია აუცილებელია სპერმატოზოიდების წარმოქმნასა და მომწიფებაში, ოვულაციასა დაგანაყოფიერებისთვის. თუთია მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ესტროგენის და პროგესტერონის მეტაბოლიზმში, ასევე პროსტაგლანდინების და ამ ჰორმონების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში.

თუთიის ნაკლებობა ორსულობის დროს ასოცირებულია აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ტერატოგენობის გაზრდის რისკთან.

 

ჩვენებები

თმის ცვენა – დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია;

აკნოზური გამონაყარი, ფურუნკულოზი, ეგზემა, ფსორეაზიი;

ფრჩხილების დისტროფია ,ლეიკონიქია;

ჭრილობის შეხორცების დაჩქარება;

შაქრიანი დიაბეტი ლ და ლლ ტიპი;

გაციება, მორეციდივე ვირუსული ინფექციები;

უშვილობა მამაკაცებში;

დიარეა;

იმუნური სისტემის დაქვეითება;

 

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში ინიშნება 1-2 აბი დღეში, ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.

 

გამოშვების ფორმა: #30; აბი პერორალური გამოყენებისათვის.

Facebook კომენტარები