ცისტიქეა #60ტ

ცისტიქეა / Cysticare

 

რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

რას წარმოადგენს ცისტიქეა-ს აბები?

ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეა-ს აბები?

– შარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად

– მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად

– მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად

– ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის

– იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის

– საშარდე გზების ინფექციის დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის

– თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის

– ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელია

ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეა-ს აბები? 

ცისტიქეას აბები სასარგებლოა:

– მათთვის, ვისაც აღენიშნება საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება

– დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის

– ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ

– მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს

– მათთვის, ვისაც  ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება სურს

– მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს

– პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის

ხარიხისს ტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა

ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):

რდნ %

ვიტამინი C

160მგ

200

კალიუმი

300მგ

15

ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები

100მგ

*

შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი)

40მგ

*

ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილის ექვივალენტი)

200მგ

*

ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800 მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი)

200მგ

*

რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისადდადგენილი არ არის

  ** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)

გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ორ აბამდე. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება:

– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

– არ არის რეკომენდებული სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით

– დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

– საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის

– არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები