ციტიკოლინი 1000მგ/4მლ #5ა

ციტიკოლინი 1000 მგ/4 მლ საინექციო ხსნარი ციტიქოლინის ნატრიუმის მარილი CITICOLIN

მოცემული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი.
− შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
− დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
− მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა, რადგან ეს შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.
− თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. ციტიკოლინის აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა იცოდეთ ციტიკოლინის მიღებამდე
3. ციტიკოლინის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ციტიკოლინის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. ციტიკოლინის აღწერა და გამოყენება
მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციტიქოლინის ნატრიუმის მარილს, რომელსაც აქვს ტვინის უჯრედების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება.
ციტიკოლინი გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით პარკინსონის სინდრომის მკურნალობისას, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებას, რომელიც ზოგადად ვლინდება შედარებით ხანდაზმული ასაკში და ხასიათდება ტვინის ფუნქციის ნელი, მაგრამ თანდათანობით დაქვეითებით ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტრემორი და რიგიდობა.

2. რა უნდა იცოდეთ ციტიკოლინის მიღებამდე

არ მიიღოთ ციტიკოლინის:
− თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ციტიქოლინის, მოცემული პრეპარატის ნებისმიერი მსგავსი
ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ციტიკოლინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
− თავის ტვინში სითხის დაგროვების (ტვინის შეშუპება) დროს, ეს პრეპარატი გამოიყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აქვეითებს ქალასშიდა წნევას (მაგალითად, მანიტოლი ან კორტიკოსტეროიდები);
− თავის ქალის შიგნით სისხლდენის (ინტრაკრანიალური ჰემორაგია) დროს. ამ შემთხვევაში, არ გამოიყენება მოცემული პრეპარატის მაღალი დოზები (500 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა) და დოზა უნდა იქნას შეყვანილი ნაწილ-ნაწილ (100-200 მგ 2-3 ჯერ დღეში);
ციტიკოლინი არ ანაცვლებს, არამედ წარმოადგენს ყველა სახის მკურნალობის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ აღნიშნულ მდგომარეობაში.
სხვა პრეპარატები და ციტიკოლინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
− L-დოპა, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
− ანტიჰემორაგიული პრეპარატი (სისხლდენის პროფილაქტიკური საშუალება);
− შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სითხის შეკავების შედეგად განვითარებული
შეშუპების შესამცირებლად;
− პერფუზიული სითხეები
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თავი შეიკავეთ პრეპარატის გამოყენებისგან ორსულობის პერიოდში,თუ ექიმი არ გადაწყვეტს,რომ ეს უკიდურესად აუცილებელია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ციტიკოლინი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ციტიკოლინი შეიცავს ნატრიუმს
ციტიკოლინი 1000 მგ/4 მლ შეიცავს 45 მგ (1,9 მმოლი) ნატრიუმს ერთ ამპულაზე. ეს გასათვალისწინებელია
თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ან ნატრიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის შემთხვევაში.

3. ციტიკოლინის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის
შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და შეყვანის წესს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-500 მგ-ს ერთხელ ან ორჯერ დღეში, ან 1000 მგ-ს ერთხელ დღეში. პარკინსონის დაავადების ან პარკინსონის სინდრომის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-ს
დღეში თერაპიული კურსის სახით 3-4 კვირის განმავლობაში.
პრეპარატი შეიყვანება კუნთში (ინტრამუსკულარული) ინექციის, ვენაში (ინტრავენურად) ინექციის ან უშუალოდ ვენაში წვეთოვანი გზით (ფლებოკლიზი).
თუ თქვენ მიიღეთ ციტიკოლინის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ციტიკოლინის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ნებისმიერ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
ციტიკოლინის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოქმედებები აღნიშნული არ არის.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე: ჰტტპ://წწწ.აგენზიაფარმაცო.გოვ.იტ/ იტ/რესპონსაბილი. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. ციტიკოლინის შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს ციტიკოლინი
1000 მგ/4მლ საინექციო ხსნარი
აქტიური ნივთიერება არის ციტიქოლინის ნატრიუმის მარილი. თითო ამპულა შეიცავს 1045 მგ ციტიქოლინის ნატრიუმის მარილს, რაც შეესაბამება 1000 მგ ციტიქოლინს.
დამხმარე ნივთიერება არის: საინექციო წყალი.
ციტიკოლინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
4 მლ მოცულობის 5 ამპულა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
PIAM Farmaceutici S.p.A. – გენუა, ფიეშის ქუჩა, 8 – 16121.
მწარმოებელი:
Savio Industrial S.R.L., ე.ბაზზანოს ქუჩა, 14-16019 რონკო სკრივია (გე)
SIRTON Pharmaceuticals S.p.A, პიაცა XX სეტტემბრე, 2 – 22079 ვილა გარდია (კო)

Facebook კომენტარები

Vairkoseti