ხილაკ ფორტე – HYLAC FORTE – ХИЛАК ФОРТЕ

მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები დასალევად, ფლაკონში, 30 მლ. შემადგენლობა (გათვლილია 100 მლ-ის მიხედვით) – 100 მლ შეიცავს:

Escherichia coli DSM 4087 ……………………………. 24,9481გ,

Streptococcus faecalis DSM 4086  …………………  12.4741გ,

Lactobacillus acidophilus DSM 4149  ……………….  12.4741გ,

Lactobacillus helveticus DSM 4183  ……………….   49,8960გ.

ასევე: ფოსფოსმჟავა ნატრიუმი, ფოსფორმჟავა კალიუმი, ფოსფორმჟავა (85%), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა (90%).

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები; საშუალებები ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი ფუნქცია. აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ასტიმულირებს ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედების სინთეზს, არეგულირებს pH, წყალ-მარილოვან ცვლას ნაწლავის სანათურში.

ჩვენებები:

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ);
  • საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია;
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო- და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა);
  • ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები;
  • კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა);
  • სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

უკუჩვენებები:

* დადგენილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

შესაძლებელია, ექიმის ნებართვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედებები:

ალერგიული რეაქციები (შესაძლოა გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება); საჭმლის მომნელებელი ტრაქტი (ყაბზობა, დიარეა).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ანტაციდური პრეპარატების გავლენით შესაძლოა განეიტრალდეს რძემჟავა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

დოზირება:

შიგნით მისაღებად; ჭამამდე ან ჭამის დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (რძის გარდა), 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში – 40-60 წვეთი ერთ მიღებაზე;

ბავშვებში 20-40 წვეთი ერთ მიღებაზე;

წლამდე ასაკის ბავშვებში – 15-30 წვეთი ერთ მიღებაზე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლოა შევამციროთ 2-ჯერ.

სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთდროული მიღება.

შენახვის ვადა და პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა 4 წელი. 

Facebook კომენტარები

Vairkoseti