ადანტი

(ნატრიუმის ჰიალურონატი სახსარშიდა ინექციისთვის)

 

შემადგენლობა

2,5 მლ ადანტის შპრიცი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 25 მგ ნატრიუმის ჰიალურონატი.

 

აღწერილობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი არის ბუნებრივი პოლიმერი გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული შემაერთებელ ქსოვილში. წარმოადგენს პოლისაქარიდს, რომელიც შედგება დისაქარიდებისგან: N- აცეტილგლუკოზამინი და ნატრიუმის გლუკურონატი შეკავშირებული B-1,3 და B-1,4 გლუკოზიდური ხიდაკებით. ნატრიუმის ჰიალურონატი სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ადანტი არის სტერილური, 1% ნატრიუმის ჰიალურონატის ხსნარი, რომელიც მიღებულია Streptococcus Zoopidemicus ფერმენტაციით და შემდგომი ფილტრაციით. ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით, ლუბრიკანტული თვისებებით. ადანტის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას, ახდენს მუხლის და მხრის სახსრის ოსტეოართრიტით განპირობებული ტკივილის შემსუბუქებას, ადანტი აუმჯობესებს მობილობას და ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას. ადანტი ასევე ინიშნება პაციენტებში რიზართროზით.

ადანტი არის ერთჯერადი გამოყენების, შევსებული შპრიცი, რაც უზრუნველყოფს მის სტერილურობას.

 

ჩვენება:

მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი. I,II,III ხარისხის რიზართროზი. დეგენერაციული და ტრავმული წარმოშობის ოსტეოართრიტი.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის  მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები:

ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ადანტმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები. ადანტის ინექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ლოკალური  ტკივილი სახსარში. საჭიროა პაციენტის ინფორმირება  ინექციის შემდეგ სახსრის რელაქსაციის შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ ტკივილი.

ადანტის ინექცია უნდა გაკეთდეს უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში, სახსრის გარეთ მოხვედრა იწვევს ტკივილის განვითარებას. ადანტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სხვა მედიკამენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან უკმარისობით.

 

გამოყენება გერიატრიაში: სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, ფიზიოლოგიური ფუნქციების დაქვეითების გამო.

გამოყენება პედიატრიაში: ადანტი სიფრთხილით  ინიშნება ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის  გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადანტი სიფრთხილით ინიშნება ორსულებში ან ქალებში, რომლებიც აპირებენ დაორსულებას, რადგან არ არსებობს მონაცემები ორსულებში  პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ცხოველებში ტერატოგენული ეფექტი არ გამოვლენილა.

 ცხოველებზე ჩატარებული ტესტებით დამტკიცდა, რომ ადანტი გადადის დედის რძეში და პრეპარატის მიღებისას საჭიროა ძუძუთი კვების  შეწყვეტა.

მიღების წესი და დოზირება:

ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში). 

სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას:

 ინექციის დროს:

  • ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში  და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული  პროცედურის სტერილურობა.
  • ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5- კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
  • სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.
  • სხვა:
  • დაუშვებელია ადანტის სისხლძარღვში ინექცია.
  • ადანტი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
  • ადანტი არის ბლანტი ხსნარი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 21-23იანი ნემსის გამოყენება.
  • თუ პრეპარატი ინახება მაცივარში, გამოყენების წინ საჭიროა ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება.
  • შპრიცი არის ერთჯერადი გამოყენების და კეთდება გახსნისთანავე.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

  ადანტის  პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმაბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა.

გვერდითი მოვლენები:

 იშვიათად: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ადანტით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. ინექციის ადგილას: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება.

ძალიან იშვიათად შოკის სიმპტომების განვითარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა:

ადანტიშევსებული სტერილური შპრიცი, შეიცავს 2,5მლ (25მგ )ნატრიუმის ჰიალურონატს. შეფუთვაში 1 ცალი.

შენახვის ვადა:

3 წელი (36 თვე).

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 1- 30°C  ტემპერატურაზე. თუ შესაბამისი ტემპერატურის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, პრეპარატი ინახება მაცივარში.

მწარმოებელი:Tedec-Meiji Farma, S.A. Ctra.M-300, Km 30,500- 28802 Alcala de Henares,

Madrid (Spain).

Facebook კომენტარები