ადიპინი
(AMLODIPINE)


შემადგენლობა
ადიპინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის ბესილატის – 5 მგ-ს ან 10 მგ-ს. მოქმედების მექანიზმი კალციუმის არხების ბლოკატორი (II კლასის). ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი – პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, რეფლექტორული ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადსა და ენერგიაზე მოთხოვნილება. ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემირებული უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას კორანარული არტერიების სპაზმის დროს. შიგნით მიღებისას პრეპარატი ნელა და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – 60-65%. Cmax მიიღწევა საშუალოდ 6-12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 97-98%. T1/2 შეადგენს 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი მეტაბოლიტების(10%) და შეუცვლელი სახით(60%) ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება
– არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც);
– სტაბილური სტენოკარდია;
– არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
– გულის უკმარისობა.

უკუჩვენება პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია
– ჰიპერმგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის გამოსასვლელი ტრაქტის ობსტრუქციით, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაპსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

უსაფრთხოების ზომები

ადიპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა. ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე. დოზის გადაჭარბებისას: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის კონტროლი. დოზირება და მიღების წესი რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, წამოწითლება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეპსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია – კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

დანიშნულება ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

Facebook კომენტარები