საერთაშორისო დასახელება:

ALOE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ალოე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოგენური სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

ჩვენებები:

  • თვალის დაავადებები: პროგრესირებადი მიოპია, მიოპიური ქორიორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებრი სხეულის დაბურვა;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ბრონქიალური ასთმა;
  • გინეკოლოგიური დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

ყოველდღიურად 1მლ. (5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.2 0.3 მლ, 5 წელზე ზევით – 0.5მლ) 1–2 თვის მანძილზე, კურსის განმეორება შეიძლება 2–3 თვის შემდეგ;

ბრონქული ასთმის დროს – 30–35 ინექცია, 1–1.5 მლ.10–15 დღე, შემდეგ – დღე გამოშვებით.

მაქსიმალური დღეღამური დოზა – 4მლ.

უკუჩვენებები:

* მძიმე გულ–სისხლძარღვთა დაავადება, არტერიული ჰიპერტონია;

* კუჭ–ნაწლავის მწვავე მოშლილობა;

* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* ორსულობა.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები.

შენახვის წესი:

თხევადი ექსტრაქტი ინექციისთვის – სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ვადა – 3 წელი.

Facebook კომენტარები