მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პარასამკურნალო საშუალება; ასტიმულირებს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგანერაციას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ალოეს მშრალი ექსტრაქტი  – 1,4 გ;

ეთილის სპირტი 96%;

სორბინის მჟავა ან ქლორბუთანოლჰიდრატი;

გამოხდილი წყალი – 100 მლ-მდე;

ალოეს წვენის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები, ვიტამინი K, ლორწოვანი ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო,ანტიოქსიდანტური
მოქმედება. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ნაღვლის დენას, 
მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს სუსტი  საფაღარათო მოქმედება.
შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ჩვენება:

  • ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული შეკრულობა, უმადობა;
  • ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;
  • მწვავე რინიტი;
  • წყლულოვანი სტომატიტი;
  • ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლულები, ფურუნკულოზი, დერმატიტები, კანის ტუბერკულოზი, კანის სხივური დაავადებები;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კოლპიტები.

უკუჩვენება:

* ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);

* ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი; აპენდიციტი; კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;

* დიფუზური გლომერულონეფრიტი;

შენიშვნა:

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით 
და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან 
კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.

გვერდითი მოვლენები:

საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად: 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.მკურნალობის კურსი 15-30 დღე.

წვეთების სახით: 5-8 წვეთი თითო ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.

გარეგანი ხმარებისათვის: საფენების სახით, გინეკოლოგიურ პრაქტიკაში -ტამპონების სახით.

გამოშვების ფორმა:

50 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები