მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანემიური პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები

რკინის (II) სულფატი ან ფუმარატი …….   50.0 მგ რკინის შემცველობით.

ალოეს მშრალი  ექსტრაქტი ………………  50.0 მგ

ასკორბინის მჟავა ………………………..    50.0 მგ

ფოლის მჟავა …………………………….      1.0 მგ

აეროსილი      საჭირო რაოდენობით.

კაფსულის შიგთავსის მასა  –   0,366 გ ± 10%

ალოეს მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რკინის (II) სულფატი:

რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;

აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;

შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;

დეპონირდება ორგანიზმში.

ალოეს მშრალი ექსტრაქტი:

აქვს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;

აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;

აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ასკორბინის მჟავა:

განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;

აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;

არეგულირებს კაპილარების განვლადობას;

უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესში;

მონაწილეობას ღებულობს სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების წარმოქმნაში.

ფოლის მჟავა:

აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს;

მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების,პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში.

ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს იცავს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ჩვენება:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული  (რკინა დეფიციტური) ანემიები;
  • გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
  • რკინისა და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მოზრდილთათვის 1–2კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვებისთვის 4–7 წლამდე 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ;

8-დან 14 წლამდე 1 კაფსულა 3–ჯერ ჭამის შემდეგ,

15-დან 16 წლამდე 1 კაფსულა 4–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8–10 კვირა.

უკუჩვენება:

*  სხვა ეტიოლოგიის ანემიები;

*  ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;

*  კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;

*  ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;

*  აპენდიციტი;

* დიფუზური გლომერულონეფრიტი;

*   ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (ხანგრძლივი გამოყენება)

შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის  კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.

უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, DD-პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

გვერდითი მოვლენები:

ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. ასკორბინის მჟავას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა. საჭიროა თირკმლების ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:

ინახება 18–250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

Facebook კომენტარები