შემადგენლობა :

ყოველი კაფსულა შეიცავს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კომპლექსს – 400 მგ . ძირითადი ამინომჟავები : იზოლუცინი 4.38 მგ , ლეუცინი 9.73 მგ , ლიზინი 12.86 მგ , ჰიდროქსილიზინი 2.81 მგ , მეთიონინი 2.55 მგ , ფენილალანინი 6.5 მგ , თრეონინი 6.4 მგ, ვალინი 7.65 მგ , არაძირითადი ამინომჟავები : არგინინი 25.47 მგ , ჰისტიდინი 2.25 მგ , გლიცინი 68.24 მგ , ალანინი 28.66 მგ , სერინი 11.40 მგ, თიროზინი 0.85 მგ , ასპარტინი 18.91 მგ , გლუტამინის მჟავა 32.66 მგ , პროლინი 45.02 მგ , ჰიდროქსიპროლინი 39.73 მგ .

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ამინო 18 წარმოადგენს ძირითადი და არაძირითადი ამინომჟავების კარგად ბალანსირებულ კომპლექსს . ეს ამინომჟავები კარგად შეიწოვებიან და უზრუნველყოფენ ორგანიზმის აუცილებელ მოთხოვნილებას პროტეინზე . ასევე , აკმაყოფილებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას შესუსტებული აბსორბციის დროს . ამინო 18 ზრდის პროტეინის გამომუშავებას , რაც აუცილებელია ძირითადი მეტაბოლური პროცესებისათვის . ამინომჟავები არსებითად მნიშვნელოვანია ფერმენტების , კო – ფერმენტების , ნეირომედიატორების და იმუნოგლობულინების სინთეზისათვის ; მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჭრილობების შეხორცების პროცესში . ამინომჟავების გახანგრძლივებულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილი ძირითადი ნივთიერებების შემცირება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შესაძლო გაუარესებით . ამინო 18- ს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის , პროტეინების უკმარისობის დროს .

ასევე , ამინომჟავები აუცილებელია სპორტსმენებისთვის , რომლებიც საჭიროებენ დამატებით ამინომჟავებს კუნთების შენებისთვის და აუცილებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .

გამოყენების რეკომენდაცია :

შეიძლება იქნას გამოყენებული , როგორც ამინომჟავების დამატებითი წყარო.
გვერდითი მოვლენები:
ბად – ის ჩვენების მიხედვით და რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ არის გამოვლენილი .

დოზირების რეჟიმი :

1-2 კაფსულა 3- ჯერ დღეში . აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გაორმაგება .

შეფუთვის ფორმა :

შეფუთვაში 3 სტრიპი . 10 კაფსულა ყოველ სტრიპში .

აფთიაქიდან გაცემის პირობები : ექიმის რეცეპტის გარეშე .

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

შენახვის პირობები : ინახება ბნელ ადგილას 30 + C ტემპერატურაზე , ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას !

მწარმოებელი ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამკურნალო მცენარეების არაბული კომპანია ” მეპაკო ” MEPAKO-Egipt-Enshas El Raml-Sharkeiya

Facebook კომენტარები