საერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN

მწარმოებელი: TROGE MEDICAL

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინები; ანტიბაქტერიული, ბაქტერიციდული

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 100 ც

1 კაფს.

ამპიცილინის ტრიჰიდრატი ………..  250 მგ

1 კაფს.

ამპიცილინის ტრიჰიდრატი ………..  500 მგ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიბაქტერიული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის

ანტიბიოტიკია. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. იგი ახდენს პეპტიდოგლიკანისა და ტრანსპეპტიდაზის პოლიმერების ინჰიბირებას, ხელს უშლის პეპტიდური კავშირის წარმოქმნას მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის პროცესში. გარსის წარმომქმნელი დეფექტები ამცირებენ ბაქტერიული უჯრედის ოსმოსურ მდგრადობას და იწვევენ მის სიკვდილს (ლიზისს).

ჩვენებები:

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

 

ალერგიული დიათეზი, ბრონქული ასთმა, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ანუსის არეში, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი; ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი, გამონაყარი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი მიკრობის ამპიცილინისადმი მგრძნობელობასა და ინფექციური პროცესის სიმძიმეზე,.

 

ჩვეულებრივ მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის ზევით ინიშნება 500-700მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 375-500მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში 375 მგ 2-ჯერ ან 250მგ 3-ჯერ.

 

1 წლამდე ასაკის ბავშვებში 125მგ 2-ჯერ ან 100მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 30მგ/კგ (60 მგ/კგ-მდე)

მწვავე გონორეის შემთხვევაში ერთდროულად დასაშვებია 3გ პრეპარატის მიღება 1გ პროპენეციდთან კომბინაციაში

 

 

შენახვის პირობები: 18-25˚C ტემპერატურაზე.

 

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:

ბოთლში 100 მლ

5 მლ

ამპიცილინის ტრიჰიდრატი ……….. 125 მგ

(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში.

1 ფლ

ამპიცილინის ტრიჰიდრატი …….   0.25 მგ

1 ფლ.

ამპიცილინის ტრიჰიდრატი …….    0.5 მგ

 

ვრცლად ამპიცილინი (საინექციო)

Facebook კომენტარები