საერთაშორისო დასახელება:

HYOSCINE BUTYLBROMIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდი ……….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას.

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • საჭლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);
  • სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);
  • ალგოდისმენორეა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით – 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა.

შესაძლებელია შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • დახურულკუთხოვნი გლაუკომა;
  • წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
  • პილორუსის სტენოზი;
  • ტაქიარითმია;
  • მეგაკოლონი;
  • ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
  • ფილტვების  მწვავე უკმარისობა;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა.

სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.

ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას.

ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები