საერთაშორისო დასახელება:

MOXIFLOQSACYN

მწარმოებელი: AJANTA PHARMA

მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.5% 3 მლ.

1მლ

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი …………. ექვივალენტური 5.0მგ მოქსიფლოქსაცინის

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი;

აღწერა: ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოკინეტიკა:

მოქსიფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. მოქსიფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 2.7 ნგ/მლ. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა:

აპდროპსის ანტიბაქტერიული მოქმედება ხორციელდება ტოპოიზომერაზა II (დნმ-ჰირაზა) და ტოპოიზომერაზა IV ინჰიბირებით.

დნმ-ჰირაზა – აუცილებელი ფერმენტია, რომელიც ჩართულია რეპლიკაციაში, ტრანსკრიპციაში და ბაქტერიალური დნმ-ის რეგენერაციაში.

ტოპოიზომერაზა IV – ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის ქრომოსომის გაყოფაში ბაქტერიული უჯრედის გაყოფის დროს.

აპდროპსის თვალის წვეთები ხასიათდება მაღალი აქტიობით გრამ-დადებითი ბაქტერიების (პნევმოკოკები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ენტეროკოკები), ასევე ანაერობების და ატიპიური შიგაუჯრედული მიკროორგანიზმების (ქლამიდია, მიკოპლაზმა) მიმართ.

ჩვენებები:

  • ბაქტერიული კონიუნქტივიტი, გამოწვეული მგრძნობიარე აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმებით: Corynebacterium species, Micrococcus luteus, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri, Staphylococcus pneumoniae, Staphylococcus viridans group;
  • ბაქტერიული კონიუნქტივიტი გამოწვეული მგრძნობიარე აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებით: Acinetobacter lwoffii, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae;
  • ბაქტერიული კონიუნქტივიტი სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული: Chlamydia trachomatis.

მიღების წესი და დოზირება:

პირველი 2-3 დღე აწვეთებენ 1-2 წვეთს ყოველ 2 საათში. შემდეგ დღეებში 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში 7 დღის მანძილზე.

გვერდითი მოქმედება:

– კონიუნქტივიტი;

– მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

– თვალების სიმშრალე;

– კერატიტი;

– დისკომფორტი, თვალების ზომიერი ტკივილი;

– ჰიპერემია, ქავილი;

– სუბკონიუნქტივიალური სისხლჩაქცევა;

– ცრემლდენა.

უკუჩვენებები:

* სხვა ქინილონებისა და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, რომ თუ მათ აღენიშნებათ ბაქტერიული კონიუნქტივიტის ნიშნები ან სიმპტომები, მაშინ არ შეიძლება კონტაქტური ლინზების გამოყენება.

თვალის გაღიზიანებისას ან გაღიზიანების ნიშნების გაძლიერებისას, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციის განვითარება.

არ შეეხოთ ფლაკონის ზედა ნაწილს, რათა არ მოხდეს ხსნარის დაბინძურება.

ორსულობა და ლაქტაცია:

მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი სჭარბობს პოტენციური რისკს ნაყოფისთვის.

გავლანა ავტოტრანსპორტის და მაქანიზმების მართვის უნარზე:

ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის სიმახვილისა და ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, რაც გამოიწვევს აქტიური მოძრაობების, რეაქციების დაქვეითებას.

ჭარბი დოზირება:

არა არის მონაცემები;

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურის. დაიცავით გაყინვისგან.

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

შენახვის ვადა:

2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარის გამოყენება შეიძლება 1 თვის მანძილზე.

არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

Facebook კომენტარები