მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პარასამკურნალო საშუალება; გამოიყენება როგორც ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსების ქსოვილთა მასტიმულირებელი. 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

50 მლ ნარინჯისფერ  მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონებში.

დამზადებულია ასკილის ნაყოფებისა და თესლისაგან.  შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვანმჟავებს, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული მოქმდება. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას და რეპარაციული პროცესების სტიმულაციას.

ჩვენება:

  • გარეგანი:
  • ნაწოლები;
  • ტროფიკული წყლულები;
  • დერმატოზები;
  • ძუძუს თავის ნახეთქები მეძუძურ ქალებში;
  • ოზენა;
  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (ოყნის სახით).
  • ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტი;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია
  • ღრძილების ანთებითი პროცესი.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანად: ზეთით გაჟღენთილ საფენს დაიტანენ დაზიანებულ უბანზე.

ოზენას დროს: ტამპონების სახით ცხვირის ღრუებში 2-ჯერ დღეში.

არასპეციფიკური კოლიტის შემთხვევაში: 50 მლ ზეთი რექტალურად (ოყნის სახით) ყოველდღე ან დღე-გამოშვებით.

დერმატოზების დროს: ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად პრეპარატი

ინიშნება შიგნით მისაღებად 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

შენახვა:

მშრალ, გრილ ადგილზე.

Facebook კომენტარები