საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIC ACID

მწარმოებელი: P.P.F. “GEMI”, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

C ვიტამინი.

პერორალურად მისაღები წვეთები: ფლაკონში წვეთსაზომით 20 მლ (1 წვეთი=5 მგ)

1 მლ

ასკობინის მჟავა ………      100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ლიმონმჟავა, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ასკორბინის მჟავას გააჩნია გამოხატული აღმდგენი თვისებები, მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლის, ჟანგვა-აღდგენითი პროცესების სისხლის შედედების, კაპილარების გამტარობის, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, სტეროდიული ჰორმონების, კოლაგენის, პროკოლაგენის სინთეზში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციაში, ჭრილობების შეხორცებაში. რკინის ათვისების მექანიზმში. ასკორბინის მჟავა ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ვიტამინი C-ს ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმიდან სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით, შარდის pH-ის უმნიშვნელო დაქვეითებით.

ჩვენებები:

მისი გამოყენება რეკომენდებულია C ვიტამინის დამატებით შეყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებული ყველა კლინიკური სიტუაციის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში: რეკონვალესცენციის პერიოდში, დაბალკალორიული ან საკვები ნივთიერებებით ღარიბი დიეტის დროს, ახალშობილების ხელოვნური კვების დროს; პრეპარატი განსაკუთრებით ნაჩვენებია ბავშვებისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის გამოყენება შეიძლება სუფთა სახით ან წვენთან, რძესთან და ა.შ. ერთად.

ახალშობილი და ჩვილი ბავშვები: პედიატრის დანიშნულებით.

1 წელზე უფროსი და 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 10 წვეთი დღეში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 15-20 წვეთი დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ვიტამინი C კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი გამოყენებისას ასკორბინის მჟავას დიდი დოზებით (დღეში 1 გ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭის მხრივ (გულძმარვა, ფაღარათი), შარდის მჟავე რეაქცია, რაც ხელს უწყობს კონკრემენტების წარმოქმნას (შარდმჟავა, მჟაუნმჟავა ან ფოსფატური დიათეზი), ასევე შეიძლება აღინიშნოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა და კორტოკოსტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაზე მასტიმულირებელი მოქმედება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავას მიმართ. არ შეიძლება დღეში 1 გ-ზე მაღალი დოზით მიღება შარდკენჭოვანი დაავადების ან შარდში ოქსალატების მაღალი კონცენტრაციის დროს; არ შეიძლება შარდმჟავა დიათეზისა და ცისტინურიის დროს გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასკორბინის მჟავა ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ზრდის კრისტალურიის წარმოქმნის რისკს სალიცილატებით მკურნალობისას. აძლიერებს რკინის შეწოვას. ის სინერგულად მოქმედებს ფლავონურ გლიკოზიდებთან.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე. დახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

 

 

Facebook კომენტარები