ასტერა

საკვები დანამატი

ჰეპატოპროტექტორული ფორმულა                                                                                                      

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი (Cynara Scolymus) 300 მგ., ალფა-ლიპოის მჟავა (Thioctic Acid) 50 მგ., შიიტაკეს ექსტრაქტი (Lentinus Edodes) 10 მგ., რეიშის ექსტრაქტი (Ganoderma Lucidum) 5 მგ., სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 50 მკგ., ვიტამინი E (DI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 100 ს.ე.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტერატი, ყვითელი ოპადრაი II 85F32410.   

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ასტერა კომბინირებული ჰეპატოპროტექტორია, რომელიც შეიცავს არტიშოკის ექსტრაქტს, ალფა-ლიპოის მჟავას, შიიტაკესა და რეიშის ექსტრაქტებს, სელენსა და E ვიტამინს. არტიშოკი ტრადიციული მედიცინაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ღვიძლისა და სანაღვლე გზების დამცავი საშუალება. ცინარინი და ქლოროგენმჟავა არტიშოკის აქტიურ სუბსტანციებს წარმოადგენს; ეს უკანასკნელნი კი ძლიერი ნაღვლმდენი საშუალებებია – სწრაფად ამცირებს გულძმარვისა და ნაბახუსევის სიმპტომებს ალკოჰოლის მიღების შემდგომ. ნაბახუსევის სინდრომზე არტიშოკის მოქმედების ეფექტი დადასტურებული იქნა კლინიკური კვლევებით. არტიშოკის ექსტრაქტი ამცირებს გულისრევას, პირღებინებას, ნაწლავთა სპაზმსა და აირების დაგროვებას, მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. არტიშოკის შემადგენლობაში არსებულ ფლავონოიდს (ლუთეოლინი) გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება – იცავს ჰეპატოციტებს ოქსიდაციური სტრესისგან; ძლიერი ჰეპატოპროტექტორია; აქვს უჯრედთა რეგენერაციის უნიკალური თვისება. არტიშოკის ძირითადი ფარმაკოლოგიური მახასიათებლებია: ნაღვლმდენი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციის მასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის დამცავი), ანტიჰეპატოტოქსიკური (ღვიძლის დეტოქსიკაციის მასტიმულირებელი), ჰიპოქოლესტერინემიული (ქოლესტერინის დონის შემამცირებელი), ზომიერად გამოხატული შარდმდენი მოქმედება. ალფა-ლიპოის მჟავა  ძლიერი ანტიოქსიდანტია – იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. კლინიკურმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უშლის ტრიგლიცერიდების აკუმულირებას ღვიძლში – შესაბამისად ეწინააღმდეგება ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებას. ალფა-ლიპოის მჟავა თავიდან აცილებს ღვიძლის არაალკოჰოლური სტეატოზის განვითარებას, რაც გამოწვეულია ცხიმის ჭარბი მოხმარებით. ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უშლის სიმსუქნის/გაცხიმოვნების განვითარებას. რეიში და შიიტაკე  მედიცინაში ცნობილი და ფართოდ გამოყენებადი სოკოს სახეობებია. რეიშის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები; მას გააჩნია უნიკალური უნარი ციტოტოქსიკური T უჯრედების აქტივაციის – შესაბამისად, ეწინააღმდეგება სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის მეტასტაზირების რისკს. რეიშის ექსტრაქტი მდიდარია ტრიტერპენებით, ამცირებს მავნე ცხიმის კონცენტრაციას ორგანიზმში, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. შიიტაკე  ძლიერი ჰეპატოპროტექტორული თვისებების მქონე სამკურნალო სოკოს სახეობაა. შიიტაკე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ლენტინანს (1,3 ბეტა-D-გლუკანი), რომელსაც გააჩნია სიმსივნისსაწინააღმდეგო აქტივობა, ციტოქრომ P450 1A ენზიმის ბლოკირების გზით (ითვლება, რომ ციტოქრომ P450 1A ააქტივებს პროკანცეროგენებს, შემდგომში სიმსივნის ფორმირებით). შიიტაკეს ექსტრაქტზე ჩატარებული in vitro კვლევებით დადგენილია მისი ანტიპროლიფერაციული, იმუნომასტიმულირებელი, ანტიმუტაგენური და ჰეპატოპროტექტორული თვისებები. სელენი  უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, იცავს ღვიძლისა და მთელი ორგანიზმის უჯრედებს მძიმე მეტალების ტოქსიკური ზემოქმედებისგან. ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტური ფერმენტი, გლუტათიონპეროქსიდაზა, სელენდამოკიდებულია. ვიტამინი E  გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, მონაწილეობს უჯრედებისა და ღვიძლის ქსოვილის რეპარაციის პროცესში. ტოკოფეროლი ამაღლებს უჯრედის მემბრანის პროტექტორულ თვისებებს, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს, არეგულირებს ცხიმების მეტაბოლიზმს. 

ასტერა კომპლექსური მოქმედების კომბინირებული საშუალებაა: ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, სპაზმოლიზური, ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით.

ასტერა აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, იცავს ჰეპატოციტებს ალკოჰოლური ტოქსინებისგან, ასტიმულირებს მავნე მეტაბოლიტების გადამუშავებისა და განეიტრალების პროცესს ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ამცირებს ქიმიური საშუალებების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე, ასტაბილიზებს ჰეპატოციტების მემბრანებს, აჩქარებს ღვიძლის ქსოვილის რეპარაციის პროცესს, აღადგენს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს. 

ჩვენებები: *მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, *ღვიძლის ქრ. უკმარისობა, *ღვიძლის დაზიანება სხვადასხვა სომატური დაავადების დროს, *ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა, *ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, *ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიკური დაზიანება, *ღვიძლის სხივური დაზიანება (რადიაციული სინდრომი), * ნაბახუსევის სინდრომი, *ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია, *ღვიძლის ციროზი (კომპლექსური მკურნალობა), *არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისა და სხვა ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, *ონკოლოგიური დაავადებები – სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი *ანტიბიოტიკოთერაპია, *ფსორიაზი (კომპლექსური მკურნალობა), *არასწორი კვების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, *სიმსუქნე/გაცხიმოვნება და მის ფონზე განვითარებული ღვიძლის დისფუნქცია, * ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნის პროფილაქტიკა, *ორსულთა ტოქსიკოზი.

დოზირება: 1 ტაბლეტი  2-3_ჯერ დღეში, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. 

განსაკუთრებული მითითებები: ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება იყოს საკვების შემცვლელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები  N30.                                                                                                                                                   

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Vefa Ilac, სტამბული/თურქეთი. 

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია.

Facebook კომენტარები