აუტიზმი წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკის მძიმე ანომალიას, რომლის მთავარი ნიშანია გარშემო მყოფებთან კონტაქტის დარღვევა, ემოციური სიცივე, ინტერესების პერვერსია, მოქმედებათა სტერეოტიპულობა. დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია სიმპტომების 2,5 წლამდე გამოვლენა. აუტიზმი იშვიათად გვხვდება – 10 000 ბავშვიდან 2-4-ია დაავადებული. ბიჭუნებში ის უფრო ხშირია. გვხვდება ნებისმიერ სოციალურ კლასში და ნებისმიერ ქვეყანაში.

მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას (დიეტა, წამლები). გარდა ამისა, დღეისათვის არსებობს ბევრი მეთოდი, რომლებიც მიმართულია აუტიზმის მკურნალობისა და კორექციისკენ. მაგალითად, ურთიერთობით თერაპია ბავშვს ეხმარება, გამოიმუშაოს დამოუკიდებლობა და  საზოგადოებასთან ადაპტაციის უნარი. ამ დროს მეტად მნიშვნელოვანია ჟესტების ენით ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბება. აუდიო-ვოკალური ვარჯიშებიც აუტიზმით დაავადებული ბავშვის შემდგომი ადაპტაციისკენ არის მიმართული. ასევე, საჭიროა მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, რათა ბავშვი კარგად ფლობდეს საკუთარ სხეულს.

 

Facebook კომენტარები