აქსიომინი

სელენიუმი 200 მკგ

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

გამოყენების ჩვენება:

–  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით; 

–  ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; 

–  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; 

–  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

– სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

– არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

– იოდდეფიციტის დროს

–  სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება:

აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.

პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 – ჯერ დღეში 1 – 3 თვის განმავლობაში. 

რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:

გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა:

№30, კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი:

დსს Aconitum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასი, ლიტვა.

Facebook კომენტარები