მწარმოებელი: Laboratories Vitarmony, საფრანგეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მლ-იანი ფლაკონი, ვაშლის გემო

5 მლ შეიცავს:

აგავის ორგანული სიროფი ………………  2500 მგ

ხილის ოლიგოსაქარიდები ………………   500 მგ

ხილის კონცენტრირებული წვენის

(ვაშლი, ლეღვი და შავი ქლიავი) ექსტრაქტები ………. 1000მგ

არტიშოკის ექსტრაქტი ………………………….                25 მგ

ტამარინდის ექსტრაქტი ………………………..                25 მგ

რევანდის ექსტრაქტი ……………………………                25 მგ

იოდი ……………………………………………….               15 მკგ

მაგნიუმი …………………………………………..              140 მკგ

მოქმედება და დადებითი თვისებები:

აქტიტრანსი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავურ პერისტალტიკას და მოქმედებას, აუმჯობესებს მადას, ზრდის ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ახასიათებს ქოლერეტული და ქოლეკინეტიკური მოქმედება, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, ანტიოქსიდანტური მოქმედება, დეტოქსიკაციური მოქმედება, ანტიჰელმინთური მოქმედება.

ჩვენებები:

  • დიგესტიური სისტემის უკმარისობა;
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები;
  • ჰიპოტონიურ-ჰიპოკინეტიკური ტიპის სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • დისპეფსიური დარღვევები – სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, ბოყინი, გულისრევა, უმადობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითება– ნაწლავების ატონია;
  • კოლიტი (ყაბზობით);
  • დიზენტერია (კომპლექსური მკურნალობა);
  • დისბაქტერიოზის კომპლექსური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

0-5 წლამდე – 5 მლ 1-2 ჯერ დღეში;

5 წლის ზემოთ – 10 მლ 2-3 ჯერ დღეში;

პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

მკურნალობის კურსი 5-10 დღე

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გამეორდეს წელიწადში რამოდენიმეჯერ.

გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში; გამოიყენება გახსნიდან 20 დღის განმავლობაში.

Facebook კომენტარები