მწარმოებელი: NYCOMED AUSTRIA GmbH, ავსტრია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება

შეადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 20%: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ……….            200 მგ

კრემი 5%: ტუბში 20 გ

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ………..            50 მგ

მალამო 5%: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი ……….            50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტოვეგინი აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს გლუკოზისა და ჟანგბადის ტრანსპორტის,  დაგროვებისა და უჯრედშიდა უტილიზაციის გაზრდის გზით. ეს პროცესები უჯრედის ენერგეტიკული მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს, რაც ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესების დაჩქარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ აქტოვეგინის გარეგანი ფორმების გამოყენებისას აქტიური ნივთიერებების სისტემური აბსორბცია მინიმალურია.

ჩვენებები:

 

  • კანისა და ლორწოვანის ჭრილობები და ანთებები, ისეთი როგორიცაა: დამწვრობა, მათ შორის მზისგან გამოწვეული, კანის ჭრილობები, ნაჭდევები/ნაკაწრები;
  • დამწვრობების შემდგომი (მათ შორის მდუღარე სითხით ან ორქლით) კანის რეგენერაციის ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა გენეზის წყლულები (მათ შორის სველი წყლულების საწყისი თერაპიის მიზნით);
  • ტროფიკული დარღვევები ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სხვა სახის დარღვევების დროს;
  • ნაწოლების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • რადიაციის ზემოქმედებით განპირობებული კანისა და ლორწოვანის დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ტრანსპლანტაციის წინ ჭრილობების ზედაპირის წინასწარი დამუშავება.

 

მიღების წესები და დოზირება:

გელი გამოიყენება ღია ჭრილობისა და წყლულის გასუფთავებისა და მკურნალობის მიზნით. დამწვრობისა და სხივური დაზიანებებისას კანზე თავსდება გელის თხელი ფენა. წყლულის მკურნალობისას გელის უფრო სქელი ფენა თავსდება კანზე და ზევიდან ადებენ აქტოვეგინის მალამოს კომპრესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ჭრილობაზე მიკვრა. სახვევი იცვლება დღეში ერთხელ, ხოლო ძალიან სველი ზედაპირის შემთხვევაში რამდენიმეჯერ.

შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს აქტოვეგინის 5%-იანი კრემით და დასრულდეს აქტოვეგინის 5%-იანი მალამოთი.

20% აქტოვეგინის გელით მკურნალობის დასაწყისში, სეკრეციის ზრდასთან დაკავშირებით, შესაძლოა აღმოცენდეს ადგილობრივად ტკივილის შეგრძნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს პრეპარატთან შეუთავსებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილის შეგრძნება გრძელდება და პრეპარატისგან მოსალოდნელი ეფექტი არ იქნა მიღწეული, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

კრემი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობების შეხორცებისათვის. კრემს გააჩნია მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური ეფექტი. იგი გამოიყენება აქტოვეგინის გელით მკურნალობის შემდეგ, ნაწოლებისა და სხივური დაზიანებების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის.

აქტოვეგინის მალამო კანზე თავსდება თხელი ფენის სახით. გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების ხანგრძლივი მკურნალობისას ეპითელიზაციის დაჩქარების მიზნით გელით ან კრემით მკურნალობის შემდეგ. ნაწოლების პროფილაქტიკის მიზნით მალამო თავსდება კანის შესაბამის უბნებზე. კანის სხივური დაზიანებების პროფილაქტიკის მიზნით მალამო გამოიყენება დასხივების შემდეგ ან სეანსებს შორის შუალედებში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.

ადგილობრივი რეაქციები: ქავილი, წვა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ჩვენებები:ს მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

აქტოვეგინის გარეგანი ფორმების გამოყენება შეიძლება პრეპარატის სისტემური მოქმედების ფორმებთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

ცნობები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცნობები არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

კრემისა და მალამოს ვარგისიანობის ვადა:     5 წელი.

გელის ვარგისიანობის ვადა:    3 წელი.

 

Facebook კომენტარები