შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0,15% 120მლ ხსნარი, მინის ფლაკონში დოზირებული თავსახურით

ბენეტი გარგლის ყოველი 15 მლ (ერთი გამოვლების მოცულობა) შეიცავს 22.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%) აქტიური ინგრედიენტის სახით;

ასევე მეთილპარაბენს კონსერვანტის სახით; საქარინს დამატკბობლის სახით, ყვითელ ქინოლინის და პატენტ ბლუს საღებავების სახით, პიტნის ესენციას არომატიზატორის სახით და ეთანოლს გამხსნელის სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, ბენეტი გარგლის აქტიური ინგრედიენტი, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალება (NSAID), რომელსაც აქვს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები.

ბენზიდამინი არის ლიპოფილური, აქვს ლოკალური საანესთეზიო და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი. პრეპარატი ხელს არ უშლის არაინფლამატორული პროსტაგლანდინების სინთეზს, მუკოპოლისაქარიდების დამცველ ეფექტს, ორგანიზმის ნორმალურ რეაქციებს და შეხორცებას, არა აქვს ულცეროგენული ეფექტი. აქედან გამომდინარე ბენზიდამინი მოქმედებს ანალგეზურადაც, მისი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბული ეფექტის გამო, გამოიყენება ქირურგიული, ტრავმული, ინფექციური და სხვა მიზეზებით გამოწვეულ მწვავე (პირველადი) ანთების ლოკალურ მექანიზმებზე მოქმედებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები, როგორიცაა კარგი აბსორბცია ტოპიკური აპლიკაციის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს იგივე ქსოვილოვანი კონცენტრაციის მიღებას ორალურ დოზაზე ნაკლები დოზით და ბევრად უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე ორალური დოზის შემთხვევაში, ზრდის პრეპარატის ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს და ამცირებს სისტემური ტოქსიური ეფექტის შესაძლებლობას.

ჩვენებები:
• ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
• ტონზილექტომიის შემდეგ;
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ. ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება).
• აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• რეკურენტული აფთოზური სტომატიტი.
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით,  პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;
• ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;
• ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
• ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე.
• ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები:
ბენეტი გარგლი გამოიყენება პირში გამოსავლებად.
პაციენტმა ბენეტის 15მლ მოცულობის ხსნარი (პლასტმასის სახურავი ავსებული ნიშნულამდე) 20-30 წამის განმავლობაში პირში უნდა გამოივლოს. გამონავლები ხსნარი შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს და არ უნდა ჩაიყლაპოს.
თუ ექიმი სხვანაირად არ დანიშნავს, ბენეტის გამოვლება უნდა მოხდეს დღეში 2-4-ჯერ 3-4 საათიანი ინტერვალით; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 5-ჯერ გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-7 დღეა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგ. რადიაციული მუკოზიტისას, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 15 დღემდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 
გაფრთხილება გამოყენებისას: ჩვეულებრივ, ბენეტის სავლები გამოიყენება პირში გამოსავლებად განზავების გარეშე: აპლიკაციის შემდეგ დარჩნილი ხსნარი არ უნდა გადაყლაპოს და გარეთ უნდა გადმოიღვაროს. თუ პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და დაბუჟების სიმპტომები, რეკომენდებულია ბენეტის განზავება.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტების საშუალო სიხშირე იყო 4.5%. ტრანზიტორული მგრძნობელობის დაქვეითება, პირისა და ენის წვა და დაბუჟება (1.7%) ჩვეულებრივ მცირდება პრეპარატის განზავებასთან ერთად. აღწერილია აგრეთვე გულისრევა, ღებინება, გემოვნების გაუკუღმართება, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია (0.22-6%); ასევე შეიძლება განვითარდეს გემოვნების ცვლილებები, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა და გასტროინტესტინური დარღვევები (0.1%); იშვიათად ალერგია, ძილის დარღვევები.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
პრეპრატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტი გარგლის ჭარბი დოზირება ან ტოქსიურობა არ ვითარდება. 
საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.
ბავშვები: პრეპარატი რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხსნარის ჩაყლაპვის მაღალი ალბათობის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერლი არ არის.

ჭარბი დოზირება:
რადგან სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა მუკოზური აბსორბციისა და ბენეტი გარგლის ნაწილობრივი ჩაყლაპვის გამო, სისტემური ჭარბი დოზირების ან ტოქსიურობის საკითხი არ დგას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერლი არ არის.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30oC-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი).

Facebook კომენტარები