ფარმაკოლოგიური თვისებები

ექტოპარაზიტოზების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.

პრეპარატს გააჩნია აკარაციდული მოქმედება სხვადასხვა სახის ტკიპების, მათ შორის მუნის (Acarus scabiei) მიმართ, აგრეთვე პედიკულოზის საწინააღმდეგოდ გამოხატული აქტივობა. პრეპარატის მოქმედების შედეგად ტკიპების დაღუპვას ადგილი აქვს 7-32 წთ-ის, ხოლო ტილების – 2-5 სთ-ის შემდეგ არ მოქმედებს ტკიპებისა და ტილების კვერცხებზე.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კანზე დატანის შემდეგ აღწევს ეპიდერმის ზედა შრეში. მას პრაქტიკულად არ გააჩნია რეზორბციული ეფექტი.

ჩვენებები

  • გამოიყენება პედიკულოზის და მუნის (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ), წითელი ფერისმჭამელების მქონე გამონაყარის და დემოდეკოზის, აგრეთვე ქატოსებრი ლიქენისა და ცხიმოვანი სებორეის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

ბენზილბენზოატის 25%-იანი კრემი გამოიყენება გარეგანად. მუნისა და ქატოსებრი ლიქენის სამკურნალოდ. მკურნალობის წინ რეკომენდებულია შხაპის მიღება.

ტუბიდან გამოდევნილი კრემი დაიტანება კანის ზედაპირზე, რის შემდეგაც მუნის სამკურნალოდ თავდაპირველად დაამუშავებენ მარჯვენა და მარცხენა ხელს, შემდეგ სხეულის ზედაპირს (სახის კანისა და თავის თმიანი ნაწილის გამოკლებით), აგრეთვე ქვედა კიდურების კანის ზედაპირს, ტერფებს და ფეხის თითებს.

ბავშვებში მალამო დაიტანება მთლიანად კანის ზედაპირზე იმავე თანამიმდევრობით. ხელების დამუშავების შემდეგ მათი დაბანა არ არის რეკომენდებული 3 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატით სხეულის დამუშავების შემდეგ მიზანშეწონილია სუფთა თეთრეულის გამოყენება, რომელიც ტარდება დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტი იღებს შხაპს და იყენებს სუფთა თეთრეულს.

აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ. წითელი ფერისმჭამელების და დემოდეკოზის მკურნალობისას, სახის კანის ზედაპირზე ოდნავ შეიზელენ კრემს 3-5-ჯერ დღეში. თავიდან უნდა ავიცილოთ კრემის თვალში მოხვედრა.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება გასუფთავებული კანის ზედაპირის დინამიკის, ანთებითი პროცესის კუპირებისა და ქავილის შეწყვეტის მიხედვით.

ცხიმოვანი სებორეის სამკურნალოდ პრეპარატი თხელ ფენად დაიტანება თავის თმიან ნაწილზე 30-40 წთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც რეკომენდებულია თავის დაბანა. აღნიშნული პროცედურა ტარდება კვირაში 2-3-ჯერ.

პედიკულოზის სამკურნალოდ კრემი მსუბუქად შეიზილება თავის თმიან ნაწილსა და თმებში, რის შემდეგაც თავზე იფარებენ თავსაბურავს. 30 წთ-ის შემდეგ პრეპარატს ჩამოიბანენ გამდინარე წყლით და თმებს გაივლებენ 5%-იანი თბილი ძმრით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ თმებს იბანენ საპნითა და შამპუნით და ივარცხნიან ხშირი სავარცხლით, რათა მოიშორონ წილები. ბოქვენის პედიკულოზის დროს კრემს დაიტანებენ ბოქვენის კანის ზედაპირზე, მუცლის მიდამოში, საზარდულის ნაოჭებსა და ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა განისაზღვრება დღეღამის განმავლობაში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ.

გვერდითი მოვლენები

კრემის დატანის დროს მოსალოდნელია წვის შეგრძნება (რომელიც რამდენიმე წუთში ქრება), კანის გაღიზიანება.

აღნიშნული სიმპტომები არ წარმოადგენენ პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას.

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება

მოქმედებს ადგილობრივად და არ გააჩნია რეზორბციული ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას თავიდან უნდა ავიცილოთ მისი თვალსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია 14 დღის განმავლობაში.

პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირის პრეპარტით დამუშავება წარმოებს ერთდროულად.

რეკომენდებულია ეგზემებისა და პიოდერმიის-მუნთან (პედიკოლოზთან) ერთდროული მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის შესწავლილი.

Facebook კომენტარები