მწარმოებელი: ბაიერ კონსიუმერ კერ აგ, შვეიცარია

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

დექსპანთენოლი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მალამო 5%

აღწერილობა – ჰომოგენური, ერთგვაროვანი, რბილი და ელასტიური მასა თეთრიდან მკრთალ ყვითელ ფერამდე.

ერთი გრამი მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

დექსპანთენოლი ……………  50 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: პროტეგინ X, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი, ფუტკრის თეთრი ცვილი, რბილი თეთრი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორი

ფარმაკოლოგიური თვისებები :

დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დაზიანებული კანის საფარველის ფორმირებაში, ასევე შეხორცებაში. ბეპანთენის მალამო სწრაფად შეიწოვება.

გამოყენების ჩვენება:

კანის “სიმშრალის” პროფილაქტიკა და მკურნალობა მისი საფარველის მთლიანობის დარღვევისას. ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლების მოვლა: ძუძუს დვრილების “სიმშრალე” და მტკივნეული ნახეთქების მკურნალობა. კანის შეხორცების პროცესის აქტივაცია მცირე დაზიანებების, მსუბუქი დამწვრობის, დაბეჟილობების, კანის გაღიზიანების, საფენებით გამოწვეული ერითემების, ქრონიკული წყლულების, ნაწოლების, ნახეთქების დროს, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი. ბეპანთენის მალამოს ისვამენ კანის დაზიანებულ და ანთებით უბანზე დღეში 1-2 ჯერ. მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: მალამოს ისვამენ დვრილზე ბავშვის ყოველი კვების შემდეგ.

ახალშობილის მოვლა: მალამოს უსვამენ საფენის (პამპერსის) ყოველი გამოცვლისას.

უკუჩვენება:

* ბეპანთენის მალამოს გამოყენება არ შეიძლება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი)

გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:

ბეპანთენის გამოყენება შეიძლება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა:

მალამო ტუბში 3,5 – 30 და 100 გ. გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები