ბეტრიმინი (B კომპლ.) 5მლ 6 ამპულა

გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში: სამწვერა ნერვის ნევრალგია , სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი , რეტრობულბარული ნევრიტი , განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ).

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბეტრიმინი

წამლის ფორმა:

სიროფი

ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის

შემადგენლობა

სიროფის 5 მლ შეიცავს :

აქტიური კომპონენტები:

თიამინის ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B1) – 10 მგ

პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B6) -10 მგ

ციანკობალამინი ( ვიტამინი B12) – 0,1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმ ედეტატი, საინექციო წყალი

აღწერა

წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პოლივიტამინი

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის ნეიროტროპული აქტიური ნივთიერებების კომბინაციას.

შემადგენელი ვიტამინები : თიამინი ( B1), პირიდოქსინი ( B6 ) და ციანკობალამინი ( B 12) განსაკუთრებულ როლს თამაშობენ კოენზიმების სახით შუალედურ მეტაბოლიზმში, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში . თიამინი ასრულებს გადამწყვეტ როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ასევე კრებსის ციკლში, ატფ – ის ( ადენოზიდ ტრიფოსფატი ) სინთეზში შემდგომი მონაწილეობით. პირიდოქსინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედების პოტენცირება, რაც ვლინდება ნერვულ, ნეირომუსკულარულ და გულ – სისხლძარღვთა სისტემებზე დადებითი ზემოქმედებით. ციანკობალამინი მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს ორგანიზმში. B1 , B 6 და B 12 ვიტამინების თერაპიული გზით შეყვანა აღადგენს ხშირად არსებულ ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით შესვლას საკვების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში კოენზიმების აუცილებელი რაოდენობის არსებობას. ამ ვიტამინების თერაპიული გამოყენება ნერვული სისტემის სხვადასხვა დავადებების დროს, მიმართულია იქით, რომ ერთის მხრივ, მოახდინოს არსებული დეფიციტის კომპენსირება ( შესაძლოა ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნის გამო , რაც გამოწვეულია დაავადებით ) და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მოახდინოს ბუნებრივი მექანიზმების სტიმულირება , რომლებიც მიმართულია აღდგენაზე.

გამოყენების ჩვენებები

შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში :

სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ), ღამის კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით ხანდზმული ასაკის ჯგუფში, ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დაავადებებით ( ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბოიშიალგია, წელის სინდრომი, კისრის სინდრომი, მხარ – კისრის სინდრომი,

ფესვობრივი სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით ).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ამ დრომდე არ არის ცნობები არასასურველი მოვლენების შესახებ ორსულობის პერიოდში ვიტამინების B1, B 6 და B 12 რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას.

შეყვანის გზები და დოზები

სიროფი – 2-3 ჩაის კოვზი დღეში                     

საინექციო ხსნარი – მძიმე დაზიანებისას 1 ამპულა კუნთებში ( ღრმად ) ყოველდღიურად, შემდგომ უფრო იშვიათ ინექციებზე გადასვლით (2-3 ჯერ კვირაში ). ვიტამინ B 6- ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გრამია .

გვერდითი მოვლენები .

შესაძლოა ალერგიული მოვლენები, რომელიც უპირატესად მიმდინარეობს კანის გამოვლინების ფორმით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტების შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები ინაქტივირდებიან ვიტამინ B- ს დაშლის პროდუქტების გარემოში. ლევოდოპასთან ერთდროულად მიღებისას პირიდოქსინმა შესაძლოა შეამციროს ლევოდოპას პარკინსონიზმის საწინააღმდეგო მოქმედება. 

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ აღნიშნულა.

გამოშვების ფორმა

სიროფი პერორალური გამოყენებისათვის 150 მლ – იან ფლაკონში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის.

5 მლ – იანი 6 ამპულა კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.

კონტურული დაყოფილი შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

მწარმოებელი:

HELP S.A . საბერძნეთი , ათენი – მეტამორფოზი GR 14452, ვალარიტოუს ქ . 10.

Facebook კომენტარები